დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

პოლიციის ავტომობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ადამიანების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში დაკავებულია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე.
ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა
ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: დავით მიქაძე ბრალს „აბსურდულს“ უწოდებს - „ამ ვითარებაში ჩამოსვლას არ ვაპირებ“

მიქაძეს და მისი დაცვის სამსახურის უფროსს ედავებიან იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე“, - თქვა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე ნახეთ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ადამიანები, რომლებიც „ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ“

იმის გამო, რომ დავით მიქაძე საქართველოში არ იმყოფება, მას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.

დავით მიქაძეს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული:

  • ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
  • გარდა ამისა, რამდენიმე თვეში მას ბრალი წაუყენეს ჯანგველაძის საქმეში ჩართული ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძისთვის მუქარის გამო.
ასევე ნახეთ როგორ დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - პროკურატურის ვერსია