10 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გიამბოთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას აჩვენებს. კვლევის ერთ-ერთი თვალშისაცემი შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა 34,6%-ის აზრით, ქმრის მიერ ცოლის ცემა გამართლებულია სხვადასხვა მიზეზით. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% ქმრის მიერ ცოლის ცემას დანაშაულად თვლის, 25% კი - ოჯახის საქმედ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის ტენდენციებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ანა არგანაშვილი, ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი და რუსუდან ყაზიშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის იურისტი.