28 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ავთანდილ გელაძე, ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წევრი, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში. მან საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ილაპარაკა.