7 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაკა გიოშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილულ საქმეზე, სადაც მომჩივანი იყო საქართველოს ორი მოქალაქე - ამირან ნაცვლიშვილი და რუსუდან ტოგონიძე. ეს იყო მეოთხე საქმე საქართველოდან, რომელზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა ზეპირი მოსმენის ჩატარება და ის შეეხებოდა საპროცესო გარიგების არამართებული გამოყენების პრაქტიკას.