დაკავებულების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. შსს-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ პოლიციამ დღეს, 19 ოქტომბერს საკუთარ სახლში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა ლარა ნაჭყებია - ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, ვინც წუხელ ღამით, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში გააჩერა პოლიციამ „იდენტიფიცირებისთვის“.
მას, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონის პირობებში, ტროტუარზე შარფის ტარების გამო 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
„ოქმს შეადგენენ განყოფილებაში და სასამართლოში გადაიყვანენ დღესვე“, - გვითხრა ნიკა სიმონიშვილმა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ფაქტი შსს-შიც გადაამოწმოს. უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ასევე ნახეთ ნიკა სიმონიშვილი: დააკავეს გოგო, რომელსაც აქციაზე შარფის ტარების გამო 15-დღიანი პატიმრობა ელისცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო სვანიძემაც დაწერა, რომ მას სახლთან პოლიცია დახვდა და ის განყოფილებაში გადაიყვანეს,
''უკან დაგაბრუნებთო, იცოდეთ", - წერს ის ფეისბუკზე.
მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "დროაც" და წერს, რომ ნინოს დაკავებაც, სავარაუდოდ, "რუსთაველის გადაკეტვას უკავშირდება".
"მამაჩემს, სადარბაზოსთან დახვდა 3 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომელი, შემდეგ მოვიდა 2 პატრულის მანქანა... გააცნეს, რომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის გამო მიჰყავთ", - წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი მარგიანი მამის, მხატვარ ლევან მარგიანის შესახებ.
პოლიციამ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის აქციის კიდევ ერთი მონაწილე, შალვა ჩუბინიძეც დააკავა.
ვიდეოს მისი მეუღლე ბაბუნაშვილი ავრცელებს, რომელშიც ჩანს პოლიციელების ჯგუფი, რომელსაც შალვა ჩუბინიძე მიჰყავთ.
პოლიცია აკავებს შალვა ჩუბინიძეს.
„რისთვის აკავებთ, რუსთაველზე რომ დავდივართ“? - ეკითხება პოლიციელებს ქეთი ბაბუნაშვილი, - „სუნთქვა რომ აგვიკრძალოს კობახიძემ, ეგეც კანონი იქნება?“
„ნუ გვიღებ“, - ეუბნებიან მას პოლიციელები.
პოლიციამ რუსთაველის გადაკეტვისთვის დააკავა ასევე აქტივისტი, ''ლეიბორისტული პარტიის წევრი" ლაშა ჩხარტიშვილი - ის შვილთან ერთად ქუჩაში გააჩერეს, როცა დედის ორმოცზე მიდიოდა. ვიდეოს თავად ლაშა ჩხარტიშვილი ავრცელებს.
ლაშა ჩხარტიშვილს აკავებენ
''ვიცი, რაზეც მაკავებთ", - ეუბნება ის პოლიციელს და სთავაზობს, რომ ოქმს ჩაიბარებს და მერე თავად მივა პოლიციაში, ითხოვს დედის ორმოცის აღნიშვნის ნება მისცენ, თუმცა მას საპატრულოს მანქანაში სვამენ.
სავარაუდოდ გზის გადაკეტვაზე დააკავეს ტელეწამყვანი ვახო სანაიაც.
ვახო სანაიას პოლიცი აკავებს
"ბავშვს გავუარე წამოსაყვანად და ვახო გამოგყვა სტამბამდე. პატრულმა გაგვაჩერა და წაიყვანა", - წერს სოციალურ ქსელში ნათია გაბუნია და ვიდეოსაც ავრცელებს.
ტელეკომპანია 'ფორმულამ" ვახო სანაიას დაკავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ “ფორმულა” მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროვებას რეჟიმის მხრიდან.
"ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ. ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ", - წერს "ფორმულა".
პოლიციამ წაიყვანა თორნიკე თხილავა და ვახო მაჭავარიანი.
მათგან პირველი - თორნიკე თხილავა გარკვეული ხნის შემდეგ, შენიშვნის მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია აქციის კიდევ ერთი მონაწილის, საბა ხომერიკის დაკავების შესახებ.
ახალი კანონით, პოლიციას შეუძლია, აქტივისტები დაჯარიმების ნაცვლად პირდაპირ ადმინისტრაციული წესით დააპატიმროს.
"ჯობას მოაკითხეს და გადაიყვანეს გამოკითხვაზე!:, -წერს ლევან ჯობავას შესახებ მისი და, ანიჩკა ჯობავა. ჯერჯერობით უცნობია, ეს მხოლოდ გამოკითხვაა თუ დააკავეს:
აქციების აქტიური მონაწილე, ჯუდი კი წერს, რომ ასევე დააკავე სმისი მეგობარი, დავით გოგიჩაიშვილი, რომელსაც წუხელ გამოუწერეს ოქმი პირბადის გამო.
"სახლთან ელოდებოდნენ", - წერს ჯუდი და ვიდეოს აქვეყნებს. კადრში ისმის პოლიციელის ხმა - "ტელეფონი გათიშეთ".
ასევე გავრცელდა ინფორმაცია აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ლევან ყიასაშვილის დაკავების შესახებ.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაკავებული ლევან მარგიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ დაკავებულ ლევან მარგიანს სასამართლომ ექვსდღიანი პატიმრობა მიუსაჯალევან მარგიანი შსს-ს თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. შსს ლევან მარგიანს 18 ოქტომბერს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.
ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი ყიასაშვილიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობაში გაუშვა.
საღამოს რვა საათისთის ცნობილი გახდა, რომ ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, აქციების მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დღეს პოლიციამ ქუჩაში დააკავა 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ გზის გადაკეტვის გამო დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესის აცხადებდა, რომ სასამართლოს შენობაში მას და სხვა დაკავებულებს ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა ასევე სახის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ლარა ნაჭყებიას განაჩენიც - თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 18 ოქტომბრის აქციაზე სახის დაფარვის გამო 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დღის ბოლოს ასევე გაირკვა, რომ საბა ხომერიკი, გელა გამყრელიძე და ნინო სვანიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - მოსამართლის გადაწყვეტილებით ნინო სვანიძეს 5-დღიანი, ხოლო საბა ხომერიკს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
“ბაბუაჩემები მსხვერპლები იყვნენ [რეპრესირებულები], მაგრამ მე არ მივიჩნევ თავს მსხვერპლად იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! რა სასჯელსაც მომისჯით, პატივი იქნება ჩემთვის!” - მიმართა ნინო სვანიძემ მოსამართლე ცაცუას, - "კიდევ ბევრჯერ გადავკეტავ".
გელა გამყრელიძე -სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
„არ ვიცოდი, თუ კანონს ვარღვევდი, პოლიციის მანქანას ჰქონდა გზა გადაკეტილი. მივედი ლენტთან, სადაც ხალხის მასა იყო, გზაზე გავედი, ხალხის ნაკადში 20 წუთით. მე არანაირი პროტესტი არ მქონდა და არც ახლა მაქვს. ცნობისმოყვარეობის გამო გავჩერდი იქ“, - განაცხადა სასამართლოზე გელა გამყრელიძემ.
ცალკე წარმოებად გამოყო ვახო მაჭავარიანის საქმე - მან თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოსამართლემ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად გარკვეული დრო მისცა. ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ასევე ნახეთ შსს: 14 პირი დავაკავეთ, 13-ის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
- გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე პარლამენტთან აქციებზე: მიიღებენ პასუხს ასევე ნახეთ პატიმრობით ისჯება აქციაზე ნიღაბი, გზის გადაკეტვა, პიროტექნიკის ქონა - „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღო