„კარგი შეხვედრა იყო“, - წერს ზელენსკი. - „პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შევძელით“.
„ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე.
„იმედი მაქვს, რომ შედეგს მივიღებთ ყველა იმ მიმართულებით, რაც განვიხილეთ - დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. მივაღწიოთ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. დავამყაროთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მანამდე თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ტრამპსა და ზელენსკის „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ.
ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.
ტრამპი და ზელენსკი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან 28 თებერვლის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მონაწილეობით.
ასევე ნახეთ ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ