1978 წლის 7 სექტემბერს, შაჰის საწინააღმდეგო მასობრივი პროტესტის გამო, თეირანი პარალიზებული იყო. “შავი პარასკევის” სახელით ცნობილ ამ დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები მოეწყო; მოსახლეობა შაჰს აშშ-ის მარიონეტობაში ადანაშაულებდა. ოთხი დღის შემდეგ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.
სამხედრო მდგომარეობის მიუხედავად, ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 1978 წლის 9 ოქტომბერს.
ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, 1978 წლის 5 ნოემბერს, აქციის მონაწილეები ირანის დედაქალაქში ქუჩებში ანთებდნენ ცეცხლს. მოგვიანებით, სამხედროებსა და სტუდენტებს შორის შეტაკების შედეგად, თეირანის უნივერსიტეტში დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
1978 წლის 28 ნოემბერი, თეირანში გამართული აქციის დროს ირანელი სტუდენტები სკანდირებენ: “სიკვდილი შაჰს!” მოჰამედ რეზა-შაჰ ფაჰლევი ირანს 1941 წლიდან მართავდა. ქვეყნის მოდერნიზაციის პარალელურად, მან ჩაახშო განსხვავებული აზრი და პოლიტიკური თავისუფლებები.
დემონსტრანტებს აღმართული აქვთ გადასახლებული ისლამური ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის პოსტერი. შაჰის საწინააღმდეგო ეს დემონსტრაცია 1978 წლის 10 დეკემბერს გაიმართა, შაიას მონუმენტთან, რომელიც მონარქის პატივსაცემად აშენდა.
მოლა მოქალაქეებთან ერთად კითხულობს გადასახლებული ისლამური ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის ბოლო სიტყვებს თეირანის ბაზარში. 1978 წლის 16 დეკემბერი.
გადაყირავებული სატვირთო მანქანა პეპსის წარწერით იწვის თეირანის ცენტრში. 1978 წლის 27 დეკემბერს არეულობის შედეგად ირანის დედაქალაქი პარალიზებულია.
1979 წლის 1 იანვარი. შაჰის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტებს აიათოლა ხომეინის პოსტერი უჭირავთ, მან გადასახლებაში 14 წელი გაატარა. 76 წლის ხომეინის მიმართვები კონტრაბანდულად, კასეტებით შეაქვთ ირანში, რაც კიდევ უფრო ახალისებს მოსახლეობის შფოთვას.
ჯარისკაცი ცდილობს წამოაყენოს დემონსტრანტი, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს არმიის ოფიცერმა სცემა ჯოხით. 1979 წლის 14 იანვარი.
100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა თეირანში ბაზრის მეჩეთთან 1979 წლის 15 იანვარს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: “გაუმარჯოს ხომეინს!” და “სიკვდილი შაჰს!”
ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფაჰლავი და მეუღლესთან ერთად თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტში თვითმფრინავში ჩასასხდომად მიემართებიან. 1979 წლის 16 იანვარი. შაჰმა ირანის დატოვების ოფიციალურ მიზეზად შვებულება დასახელდა. კაცი, რომელიც ირანს 37 წელი მართავდა, უკან აღარასოდეს დაბრუნებულა. ირანიდან წასვლის შემდეგ იგი 13 თვეში დაიღუპა.
შაჰის დანგრეული ძეგლი თეირანში. 1979 წლის 18 იანვარი.
ირანის არმიის ტანკი და სამხედროები თეირანის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე. არმიამ ხელი შეუშალა ირანის ავიახაზების თვითმფრინავის პარიზში გაფრენას, სადაც აიათოლა ხომეინი იმყოფებოდა.
თეირანში, მეგრაბადის აეროპორტი. შაჰის გამგზავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ასობით ადამიანი, მათ შორის, უცხოელები, ირანიდან გაქცევას ცდილობენ. 1979 წლის 25 იანვარი.
თეირანში ირანის არმიის ჯარისკაცები ისვრიან, მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები კი ტყვიებისგან დამალვას ცდილობენ. 1979 წლის 26 იანვარს, ირანის პოლიტიკური არასტაბილურობისა და სახელმწიფო მმართველობის ვაკუუმის გამო, მძიმე დაპირისპირება მოხდა.
აიათოლა რუჰოლა ხომეინი ტოვებს თავის ვილას საფრანგეთში და თეირანში გასამგზავრებლად ემზადება. 1979 წლის 31 იანვარი.
აიათოლა რუჰოლა ხომეინი ჩადის თეირანში 1979 წლის 1 თებერვალს. მასთან ერთად თვითმფრინავით დაახლოებით 120-მა ჟურნალისტმა იმგზავრა. აშშ-ის მხარდაჭერილ შაჰს ირანი უკვე დატოვებული ჰქონდა, თუმცა ისლამური რევოლუციის რეალურ დასაწყისად, ხშირად, ხომეინის დაბრუნებას მიიჩნევენ.
აეროპორტიდან, თეირანის გავლით, ბაჰეშტე ზაჰრას სასაფლაომდე ხომეინის ძლიერი დაცვა აცილებს.
ხომეინის ავტოკოლონას მხარდამჭერები ქუჩაში ეგებებიან.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ხომეინი სიტყვით გამოდის ბეჰეშტე ზაჰრას სასაფლაოზე.
ხომეინი მიმართავს ხალხს თავის შვილთან, აჰმადთან ერთად. 4 თებერვალი, 1979.
1979 წლის 9 თებერვალს. მეჰდი ბაზარგანი თეირანის უნივერსიტეტში სიტყვით გამოდის, ის ირანის მთავრობის ახალ ლიდერად დაასახელეს. მეჰდი ბაზარგანი პირობას დებს, რომ ალაჰს დაუბრუნებს ირანული ცხოვრების ყველა ასპექტს, გააცოცხლებს ეკონომიკას, დანიშნავს თავისუფალ არჩევნებს და გადადგება, რათა გაუთავისუფლოს გზა ისლამურ რეჟიმს.
სასწრაფო დახმარების მანქანა ქვიშის ტომრების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს გადის, რათა თეირანის ქუჩაში შეტაკების დროს დაჭრილი აიყვანოს. 1979 წლის 10 თებერვალი. არმიას, საჰაერო ძალების კადეტებსა და ხომეინის მიმდევრებს შორის შეტაკებებს 60 ადამიანზე მეტი შეეწირა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა.
შტურმის მომდევნო დღეს, აიათოლას ერთგული შეიარაღებული მომხრეები თეირანში აშშ-ის საელჩოს წინ დგანან. 1979 წლის 15 თებერვალი. მათ საელჩო რამდენიმე საათით დაიკავეს, თუმცა შეერთებულ შტატებს მალევე დაუბრუნეს.
აიათოლას ერთგულ მომხრეები. აშშ-ის საელჩოდან სროლისას დაჭრილი ადამიანი საკაცით გამოჰყავთ.
აშშ-ის მოქალაქეს მიაქვს თავისი ნივთები, ხომეინის შეიარაღებული მხარდამჭერი კი საევაკუაციო გასასვლელს იცავს. აშშ-ის საელჩოზე დაუფლების პირველი მცდელობის შემდეგ, ასობით ამერიკელმა დატოვა ირანი.
ხომეინის შეირაღებული მომხრეები დარაჯობენ მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტს თეირანში, 1979 წლის 18 თებერვალს. შტატების ასობით მოქალაქე ირანიდან გარბის.
ათიათასობით ირანელი ქალი შეიკრიბა თეირანში 1979 წლის 16 მარტს, აიათოლა ხომეინის მხარდასაჭერად, რომელმაც ისლამური კანონების დაცვისკენ მოუწოდა. ეს გულისხმობდა გრძელი შავი სამოსისა და ჩადრის ტარებას.
ბოქლომი თეირანში აშშ-ის საელჩოს ჭიშკარზე. 1979 წლის 27 ნოემბერს სტუდენტებმა ხელში ჩაიგდეს საელჩოს შენობა, მძევლად აიყვანეს 52 ამერიკელი და მოითხოვეს შაჰის ირანში დაბრუნება. ირანის მძევალთა კრიზისი 444 დღეს გაგრძელდა და 1981 წლის იანვარში დასრულდა.
ირანის ლიდერის, აიათოლა ხომეინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, მოლები მართავენ მსვლელობას 1979 წლის 17 დეკემბერს. ხომეინი ირანის უზენაესი ლიდერი სწორედ დეკემბერში გახდა.