რუსეთში ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ გამოჩენა ექსპერტებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა, თუმცა მათი აზრით, რაკეტა, რომლის შექმნაზეც რუსი მეცნიერები 2001 წლიდან მუშაობენ, ვერ შეცვლის სტრატეგიულ ბალანსს შეერთებულ შტატებთან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის საელჩოებთან ხელოვნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ვანდალიზმი გამოიყენეს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ტომაჰავკის“ რაკეტები უნდა უკრაინაში შეჭრილ რუსის ჯართან საბრძოლველად.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინს 73 წელი შეუსრულდა. ის 47 წლის იყო, როცა რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის 26 მარტს. 2020 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით პუტინს შეუძლია 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.
2020 წლიდან პრაღაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ქუჩებსა და ადგილებს კრემლის მოწინააღმდეგეების სახელები არქმევენ. 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, მოსკოვში ჩეხეთის საელჩო ვანდალიზმის სამიზნე გახდა და ჩეხეთმა არააკრედიტებულ რუს დიპლომატებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
თვეზე მეტია, რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ბენზინის მწვავე დეფიციტია, რის გამოც იზრდება საწვავის ფასები და იხურება ბენზინგასამართი სადგურები. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ბენზინი ლიმიტირებულად, (1 მძღოლი - 20 ლ) ტალონებით იყიდება.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია ჩეჩნეთში კაზაკთა სტანიცებისათვის სახელწოდებების შეცვლის წინადადების ინიციირებამ. ცნობილია, რომ ეს რუსული სტანიცები კავკასიის კოლონიზაციის პერიოდში წარმოიშვა.
ევროკავშირი უახლოვდება ახალი წესების დამტკიცებას, რომლებიც ბლოკში მოგზაურობისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერებას გაამარტივებს.
ჩეჩნეთში დასრულდა იმ ბლოგერების სავალდებულო რეგისტრაციის კამპანია, რომლებსაც 10 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ.
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიანიშნა, რომ შესაძლოა უკრაინის საჭიროებების დაფინანსება კიდევ დიდხანს აღარ გააგრძელოს, ევროკავშირში დაიწყეს 2026 და 2027 წლების ხარჯების დიდი ნაწილის დასაფარად სხვადასხვა გზის განხილვა.
ჩამოტვირთე მეტი