კაია კალასის თქმითვე, „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, - თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება“.
მისი სიტყვებით, - რაც გაფართოების ანგარიშშიც არის ასახული - საქართველო „ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“. მსგავსი განცხადება გააკეთა ევროკომისარმა მარტა კოსმაც.
კაია კალასის განცხადებით, გაფართოების ანგარიშში შედეგები ძირითადად დადებითია 4 ქვეყნისათვის: ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო და უკრაინა.
პერსპექტივები „არაერთგვაროვანია“ ოთხი ქვეყნისათვის: სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და თურქეთი.
პერსპექტივები „უარყოფითია საქართველოსთვის“.
ასევე ნახეთ ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ ანგარიში გამანადგურებელია - პაველ ჰერჩინსკი ასევე ნახეთ „უპრეცედენტო უკუსვლა“ - რადიო თავისუფლებამ ნახა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში და აი, რა წერია იქ საქართველოზერომელ ქვეყანას როგორ აფასებენ
უკრაინა: „უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა ან მასში გაწევრიანება შეიძლება იყოს უსაფრთხოების მთავარი გარანტია. არცერთ კანდიდატ ქვეყანას ომის დროს არასდროს განუხორციელებია ასეთი ფართომასშტაბიანი რეფორმები. ეს აჩვენებს უკრაინის შესანიშნავ ერთგულებას წევრობისადმი“.
მოლდოვა: „ოქტომბერში მოლდოვაში ჩატარებულმა არჩევნებმა ევროპული მომავლისადმი ცალსახა „დიახ“ აჩვენა და ქვეყანამ განაგრძო ძირითადი რეფორმების განხორციელება“.
სერბეთსა და კოსოვოში: ორივე ქვეყანაში „იყო პოლიტიკური კრიზისი, რამაც პროგრესი შეაფერხა“.
ბოსნია და ჰერცეგოვინა: „რესპუბლიკა სრპსკაში განვითარებულმა მოვლენებმა შეარყია პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ... სასამართლოს რეფორმები და მთავარი მომლაპარაკებლის დანიშვნა საკვანძოა წინსვლისთვის“.
ჩრდილოეთი მაკედონია: „ქვეყანას ჯერ არ განუხორციელებია საჭირო კონსტიტუციური ცვლილებები“.
თურქეთი: „თურქეთი კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესის რამდენიმე საკითხი, თუმცა დემოკრატიული სტანდარტების, სასამართლო დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური უფლებების გაუარესებამ 2018 წლიდან ფაქტობრივად გაყინა გაფართოების პროცესი“.
საქართველო: „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“.
ასევე ნახეთ დეკემბერში გამოქვეყნდება უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ანგარიში - ევროკავშირის ელჩი