უკრაინის ხელისუფლება, დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, ნელ-ნელა აყალიბებს საფუძველს ახალი არჩევნების ჩასატარებლად.
კიევი ამ ძალისხმევას უარყოფს და იმეორებს, რომ საომარი მდგომარეობა, რომელიც რუსეთის 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდეგ მალევე გამოცხადდა, გამორიცხავს რაიმე კენჭისყრას.
„ჩვენ არ ვემზადებით არჩევნების ჩასატარებლად, რადგან ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების გამოწვევების გამო“, განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს პრეზიდენტის ოფისის სპიკერმა დმიტრო ლიტვინმა.
თუმცა ოფიციალურ პირებმა უკვე დაიწყეს დეტალების დაგეგმვა ბიულეტენების დაბეჭდვასთან, საარჩევნო უბნების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და ქვეყნის გარეთ მცხოვრები მილიონობით უკრაინელი ლტოლვილისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ უკრაინა ნატოს წევრებს მოუწოდებს, რუსეთს მშვიდობა აიძულონ”მე ვხედავ, რომ ბოლო თვეებში დაიწყო რეალური მზადება არჩევნებისთვის, - თქვა ოლექსი კოშელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის“ ხელმძღვანელმა, - ვხედავთ საარჩევნო შტაბებში დაწყებული აქტიურობის უამრავ ნიშანს, ჩუმად ვრცელდება რეკლამები, რიგდება მილიონობით საინფორმაციო ბიულეტენი პარტიების ლიდერების შესახებ“.
„უკრაინაში საარჩევნო კამპანია დე ფაქტო უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კოშელმა.
ოლენა დავლიკანოვა, კიეველი მეცნიერი და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი ვაშინგტონში, ამბობს, რომ ბევრი რამ მიანიშნებს პოლიტიკური პარტიების მიერ ახალი კენჭისყრისთვის მზადებაზე. თუმცა, მისი თქმით, ეს ვერ მოხდება, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა.
„ბევრ ჩვენგანს არ სჯერა, რომ პუტინი თავის სიტყვას შეასრულებს, - უთხრა დავლიკანოვამ რადიო თავისუფლებას, - ცეცხლის შეწყვეტის გარეშე კი უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია“.
ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს უკრაინაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებსხალხის მსახური
უკრაინელები პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არჩევნებში 2019 წელს გაიმარჯვა. მაშინ კომიკოსმა, ტელესერიალ „ხალხის მსახურის“ მთავარმა გმირმა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. შესაბამისად, ზელენსკის ხელახალი არჩევნები 2024 წელს უწევდა. თუმცა მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი არჩევნების ჩატარება სამართლებრივადაც შეუძლებელი იყო - საომარი მდგომარეობის გამო - და ლოგისტიკური დაბრკოლებების გამოც.
ამან კარი გაუღო გარე კრიტიკას. პუტინი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის სახელმწიფოს არსებობას, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებს. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ უკრაინას გაეროს მიერ მხარდაჭერილი გარდამავალი მთავრობა უნდა მართავდეს.
პუტინი ღიად ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობას.
„არავის აინტერესებს რას ამბობს პუტინი, რადგან უკრაინის კანონმდებლობა ძალიან მკაფიოა: ძალაუფლება ლეგიტიმურია, თუ არ მოიხსნება საომარი მდგომარეობა და არ ჩატარდება არჩევნები სათანადო წესით“, - თქვა დავლიკანოვამ.
”პუტინმა შესთავაზა გაეროს ზედამხედველობა უკრაინაზე, - თქვა მან, - ჩვენ კი ვამბობთ, რომ გაერომ ზედამხედველობა მოსკოვს უნდა დაუწესოს, რადგან მათ რეალური, სამართლიანი არჩევნები 1996 წლის შემდეგ არ ჩაუტარებიათ“.
თუმცა კრიტიკა წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისათვის იარაღის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის მხრიდანაც.
თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის დაძაბული ურთიერთობა ზელენსკისთან თეთრ სახლში მისი პირველი ვადიდან იწყება, მას უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე".
ასევე ნახეთ ფლოტი ფლაგმანის გარეშე: როგორ დნებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტიგარე კრიტიკამ გააძლიერა უკრაინელებში ზელენსკის პოზიცია. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზელენსკის ნდობა გაორმაგდა, ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული კონფლიქტური შეხვედრის შემდეგ. უკრაინის პარლამენტმაც მიიღო ზელენსკის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამყარდება „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“.
ზელენსკის მხარდამჭერებისთვის ეს ნიშნავს, რომ ხელსაყრელია ახალი კენჭისყრის ჩატარება უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ეს პრეზიდენტს უპირატესობას მისცემს მეტოქეებთან შედარებით. მთავარი კონკურენტი, როგორც ჩანს, ახლა არის ვალერი ზალუჟნი, პოპულარული ყოფილი მთავარსარდალი, რომელიც ამჟამად უკრაინის ელჩია ლონდონში.
ვალერი ზალუჟნი (მარჯვნივ), უკრაინის ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, პოპულარულია უკრაინაში და შესაძლოა იყოს ზელენსკის კონკურენტი არჩევნებში.
ზალუჟნი ზელენსკიმ კიევს მოაშორა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ნოემბერში მან ღიად გააკრიტიკა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ზალუჟნის საჯაროდ არასდროს გამოუხატავს, რომ პრეზიდენტობის ამბიცია აქვს, თუმცა რეგულარულად ექცევა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების სათავეში.
სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმაც მიანიშნეს, რომ განიხილავდნენ ზელენსკის გამოწვევას, თუ კენჭისყრა წარიმართება. თებერვალში პოროშენკო, მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც ზელენსკიმ დაამარცხა, ვაშინგტონში გაემგზავრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად. კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ ზელენსკი ეროვნული კოალიციის შექმნაზე უნდა მუშაობდეს, „სანაცვლოდ კი გვაქვს ძალიან უცნაური მზადება არჩევნებისთვის“.
„ჩემი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ რაც შეიძლება მალე, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ“, - განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ.
ასევე ნახეთ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის - ჯერჯერობითლოგისტიკური დაბრკოლებები
საარჩევნო კანონმდებლობით, კანდიდატებს მინიმუმ 60 დღე სჭირდებათ კამპანიისთვის. თუ ცეცხლის შეწყვეტა 20 აპრილს, აღდგომას დაიწყებოდა, როგორც ეს ფინეთის პრეზიდენტმა შესთავაზა დონალდ ტრამპს, მაშინ არჩევნები რეალურად შეიძლება ივლისის დასაწყისშიც ჩატარდეს.
თუმცა არჩევნების ჩატარებას თან ახლავს უზარმაზარი ლოგისტიკური გამოწვევები - უკრაინას მილიონობით ლტოლვილი ჰყავს უცხოეთის ქვეყნებში და მათთვის მხოლოდ ბიულეტენების მიწოდებაც კი დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ასევე, ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან.
„ახლა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში და პოლიტიკოსებს შორის არის კონსენსუსი, რომ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნებისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დროა საჭირო, ვიდრე კანონით არის განსაზღვრული“, - უთხრა უკრაინის ცესკოს ხელმძღვანელმა ოლეჰ დიდენკომ „უკრაინსკა პრავდას“.
ასევე ნახეთ “მივიღებთ თუ არა მეორე იალტას, ეს ტრამპზეა დამოკიდებული”- იორის ვან ბლადელი