კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა.
კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ვატიკანის დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.
ფრანცისკეს 2025 წლის 14 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
18 თებერვალს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში.
საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 20 აპრილსვე ფრანცისკე, - რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას - შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე. 2024 წლის 31 მარტი
1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინაში დაბადებული ფრანცისკე რომის ეკლესიის პირველი სამხრეთამერიკელი მეთაური იყო.
ის 2013 წლის 28 თებერვალს აირჩიეს, რასაც პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომა უძღოდა წინ.
კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს, სავარაუდოდ, მაისში აირჩევენ საიდუმლო კენჭისყრით.
კათოლიკური ეკლესიის რიგით 267-ე პაპს აირჩევს კარდინალთა კოლეგია - კარდინალთა დაახლოებით 80 %-იც ფრანცისკეს ხელდასხმულია.
ასევე ნახეთ Habemus Papam ასევე ნახეთ რომის პაპი ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში