დაიღუპა რუსების ტყვეობაში - კიევში ვიქტორია როშჩინას გამოემშვიდობნენ
კიევის წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან ტაძარში რუსეთის ტყვეობაში დაღუპულ ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას გამოემშვიდობნენ.
27 წლის ჟურნალისტის სიკვდილის შესახებ 2024 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი.
ვიქტორიასთან გამოსამშვიდობებლად ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ.
რუსეთის ტყვეობაში დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას მამა და და.
პროექტ "სხემის" ხელმძღვანელი ნატალკა სედლეცკა რუსეთის ტყვეობაში გარდაცვლილი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას დაკრძალვის ცერემონიაზე.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ვიქტორია ფრონტის ცხელ წერტილებში მუშაობდა, კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ვიქტორია არაერთხელ დაატყვევეს: 2022 წლის მარტში 10 დღით ოკუპირებულ ბერდიანსკში, ხოლო მეორედ ვიქტორია 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, სადაც მას ახალი მასალის გადაღება სურდა. ჟურნალისტი რუსეთის ტყვეობაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
ვიქტორია როშჩინას გამოსამშვიდობებელი ცერემონია კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე.
ვიქტორიას კოლეგები გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დროს მის შესახებ საუბრობენ.
„თუ მთხოვენ, ძალიან მოკლედ დამეხასიათებინა ვიქტორია, როგორც ადამიანი, როგორც ჟურნალისტი, როგორც კოლეგა, ვიტყოდი, რომ ის არის ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც სხვას არ შეუძლია ან საერთოდ არ სურს“, - აღნიშნა ტარას ილკივმა.
ვიქტორია როშჩინა რადიო თავისუფლებისთვის რეპორტაჟების სერიის ავტორია და 2022 წელს რადიოსთან თანამშრომლობდა.
ის ასევე თანამშრომლობდა სხვა მედიასაშუალებებთან, მათ შორის, „უკრაინსკა პრავდასთან“, „ჰრომადსკესთან“, „უკრაინსკა რადიოსთან“, UA:Pershy-თან და Censor.net-თან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
ტყვეობაში მოკლული ჟურნალისტი კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.