უარყოფიდან გამოფენამდე: ჩრდილოეთი კორეა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას განადიდებს
ტილო სახელწოდებით „ჩემი ფასდაუდებელი სიცოცხლის გაღება“ ჩრდილოეთ კორეის ხელოვნების გამოფენაზე მოსკოვში, 8 ოქტომბერს.ეს ტილო ერთ-ერთია გამოფენაზე ჩამოტანილი რამდენიმე ნახატიდან, რომლებზეც გამოსახული არიან რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელების წინააღმდეგ ჩაყვანილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები.
ჩრდილოკორეელი და რუსი ჯარისკაცები ერთად. ნახატი სახელწოდებით „ერთ სანგარში“. პროპაგანდისტული გამოფენა სახელწოდებით „დიადი ხალხის ქვეყანა“ მოსკოვის დეკორატიული ხელოვნების რუსულ მუზეუმში მოეწყო.
ნახატი სახელად „აღფრთოვანება დიდი იღბლის გამო“. მოსკოვმაც და ფხენიანმაც თავდაპირველად უარყვეს სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობები, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა და რომლის თანახმადაც, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსებთან ერთად იბრძოდნენ. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მაშინდელი ცნობები „კიდევ ერთ ყალბ ამბად“ მოიხსენია.
ნახატი სახელწოდებით „მებრძოლი ამხანაგისთვის“. მზარდი მტკიცებულებების ფონზე, მოსკოვმა აპრილში აღიარა, რომ ჩრდილოკორეელები რუსეთის კურსკის რეგიონში იბრძოდნენ უკრაინელების წინააღმდეგ.
ჩრდილოკორეელი ტურისტები და ნახატი სახელწოდებით „სამშობლოს ღირსებისა და პატივისთვის მებრძოლი გმირები“. ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათები.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ფოტო გამოფენაზე. ფხენიანისათვის რუსეთთან თანამშრომლობა პროპაგანდის ცენტრალურ წერტილად იქცა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ფხენიანში, რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლაში დაღუპული 101 ჯარისკაცის მემორიალურ კედელთან. ფოტო აგვისტოში გამოქვეყნდა.სამხრეთ კორეამ, დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კურსკში დაახლოებით 2000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ნახატი სახელწოდებით „ჩვენი ძალა, რაკეტა პადასური 6“. გამოფენაზე სულ 123 ნახატი ჩაიტანეს. ჯარისკაცების გარდა აქ ნახავთ პეიზაჟებს, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აღჭურვილობას და იდეალიზებულ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუნდობლად ავტორიტარულ ქვეყანაში.
გამოფენის დამთვალიერებლები მოსკოვში. რუსეთში რეაქციები ამ გამოფენაზე არაერთგვაროვანი იყო. ერთმა შეფარვით დასცინა გამოფენას, მეორემ, ახალგაზრდა ვიზიტორმა კი რეპორტიორს განუცხადა, რომ მისი აზრით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ალიანსი ხანმოკლე იქნებოდა.