რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო საქმის განხილვა ბოლო ეტაპზეა. განაჩენამდე მხოლოდ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა და რეპლიკები დარჩა. 28 ივნისის სხდომაზე, ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, დაზარალებული ნელი დოროყაშვილი გამოკითხეს და პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
ოთხი თვით ადრე, მანამ, სანამ ევროკომისია საბოლოოდ გადაწყვეტს, გასცეს თუ არა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, პარლამენტში მისული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობასა და ყალბი ნარატივების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ჭიათურაში დღეს მაღაროელთა გაფიცვის მეათე დღეა. შიმშილობას განაგრძობს საპროტესტო აქციის 10 მონაწილე. მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. პარალელურად, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" დასაქმებულებს თავის პირობებს სთავაზობს.
"მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება ბროშურაზე, რომელიც მისი რესტორნების ქსელში საბავშვო მენიუს ახლავს და "ქართული ოცნების" ბრალდებების საპასუხოდ, მის დანიშნულებას განმარტავს.
ცათამბჯენის სიმაღლის 65-დან 52-მდე შემცირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის "ქართუს" კომპანია შპს "კოსტავა 69" ისევ ითხოვს მშენებლობის ნებართვას.
30 მაისს პარლამენტი კიდევ ერთხელ ეცდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩიოს. მესამე კენჭისყრაზე 4 კანდიდატს, რუსუდან კვინიკაძეს, გოგა კიკილაშვილს, ლევან ნემსაძესა და ნინო ნიშნიანიძეს დააყენებენ.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უნდა შეესაბამებოდეს - ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში EU-ს ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოში ეს თანხვედრა მცირდება.
უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციების 10 პაკეტი დაუწესა. მე-11 პაკეტი, რომელიც ახლა თანხმდება, შეეხება მესამე ქვეყნებსაც, თუ არ შეწყვეტენ რუსეთის დახმარებას ბრიუსელის მიერ დაწესებული სავაჭრო ემბარგოს გვერდის ავლაში. იქნება თუ არა საქართველო ახალი პაკეტის სამიზნე ქვეყნებს შორის?
მას შემდეგ, რაც ოთხმა მოსამართლემ კოლეგების სანქცირების შემდეგ, აშშ-ში წასვლაზე ერთი კვირით ადრე თქვა უარი, მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს. ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პროგრამა გადაარჩინეს და გარისკეს თუ არა მათ საკუთარი კარიერით, როდესაც გავლენიანი მოსამართლეების სოლიდარობას არ შეუერთდნენ?
სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებიდან ერთი კვირის თავზე, მათი კოლეგების ნაწილმა უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე იმ სასწავლო პროგრამით, რომელში მონაწილეობაზეც თავად შეიტანეს განაცხადი.
პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა და ინიციატორ "ქართულ ოცნებას" შენიშვნებით დაუბრუნა. 12 აპრილს პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროკურორი ითხოვს, ჩოგბურთელს, რომელიც პირველმა ინსტანციამ გაამართლა, შეეცვალოს განაჩენი და გაამტყუნონ ყოფილ ცოლზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში.
შალვა რამიშვილი, რომელმაც წლების წინ, მის წინააღმდეგ დაწყებული სექსუალური შევიწროების საქმე წააგო თათია სამხარაძესთან, ამტკიცებს, რომ მოსამართლემ იგი შრომის კოდექსის დარღვევისთვის დაადანაშაულა და არასდროს დაუდგენია ძალადობის ფაქტი.
მთავრობა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს ონკოლოგიურ წამლებზე ფასების ხელოვნურ და შეთანხმებულ ზრდაში ადანაშაულებს. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, ხომ არ არ მოქმედებენ კომპანიები შეთანხმებული, ე.წ. კარტერული გარიგებებით?
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პოლონელი ექიმების გუნდის ჩამოსვლას ელოდება. ამისათვის უკვე მზადაა პოლონეთი და არსებობს საქართველოს მთავრობის თანხმობა წინაპირობით.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში ხმაურით დაიწყო. დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს მედიასა და არასამთავრობოების ნაწილს. ისინი კანონებს შენობაში და პარლამენტის წინ აპროტესტებდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც სხდომაზე შევიდა, რამდენჯერმე გამოაძევეს დარბაზიდან.
პარლამენტში ომბუდსმენის შერჩევის მრავალთვიანი პროცესის, 19 კანდიდატის მოსმენისა და მათი დაწუნების შემდეგ სახალხო დამცველის პოსტზე ახალი კანდიდატი გამოჩნდა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე და ევროინტეგრაციის საკითხი განიხილეს 27 თებერვლის სხდომაზე. ბრიტანელი კანონმდებლების კითხვები შეეხო, ასევე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ გავლენებს საქართველოში.
ჟურნალისტები არ აპირებენ აგენტის იარლიყით მუშაობას. 27 თებერვალს 60-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ უარს ამბობენ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე.
ჩამოტვირთე მეტი