ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრის, „რკინის ლედიდ“ წოდებული მარგარეტ თეტჩერის მოღვაწეობის მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა ბრიტანეთში და არა მარტო ბრიტანეთში.
17 ოქტომბერს ამერიკელ მწერალს არტურ მილერს 100 წელი შეუსრულდებოდა. თავის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პიესაში ”სეილემის პროცესი” მილერმა მაკარტიზმის ეპოქის მეტაფორული სურათი შექმნა.
ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა ”წითელი ზონა”, რომელიც ყოველ შაბათს, 22.30, გავა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში. ორშაბათობით კი, ტრადიციულად, ჩვენი რადიო გიორგი გვახარიას სატელევიზიო პროგრამის მოკლე რადიოვერსიას შემოგთავაზებთ.
თბილისი გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადების მეასე წლისთავის აღნიშვნისთვის ემზადება.
რეზო ჭეიშვილი დიდხანს მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” - ერთ-ერთ შემოქმედებით გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. კინოში მუშაობის გამოცდილება მის სტილსაც დაეტყო.
ესტონეთში არვო პიარტის დღეები სრულდება. 11 სექტემბერს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ კომპოზიტორს 80 წელი შეუსრულდა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას წავიკითხავთ როგორც არარეალიზებული სექსუალობის ისტორიას.
7 სექტემბერს მსოფლიოში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში, ე. წ. ”სამხედრო სათამაშოს” განადგურების დღეს აღნიშნავენ.
რუსეთის სასამართლომ „ტერორიზმის“ გამო 20 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ოლეგ სენცოვს.
კინემატოგრაფიული სამყარო ახლა უკვე “ცოცხალი კლასიკოსის”, ვიმ ვენდერსის, დაბადების 70 წლისთავს აღნიშნავს.
გასულ კვირას თელავში, მწერლის მშობლიურ ქალაქში, დაკრძალეს ზაირა არსენიშვილი, კინოდრამატურგი, რომლის სახელი უკავშირდება, პირველ რიგში, ლანა ღოღობერიძის ფილმების წარმატებას.
100 წელი გავიდა მეოცე საუკუნის უდიდესი ტენორის, მარიო დელ მონაკოს დაბადებიდან.
ისტორიაში დარჩენის სურვილი ხშირად უცნაურ ვნებაში გადაიზრდება ხოლმე - კაცობრიობას ახსოვს ე.წ. "ანტიგმირები", რომლებიც მზად არიან დანაშაულის გზით დამკვიდრდნენ ისტორიაში. საიდან უჩნდებათ მათ ეს ვნება და რას წარმოადგენს ანტიგმირი მსოფლიო კულტურაში? ამ თემაზე საუბრობს "წითელი ზონის" სტუმარი - ფილოლოგი, პარლამენტარი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი.
„წითელი ზონის“ მორიგი გამოშვება ეძღვნება დიდი ამერიკელი რეჟისორის, ორსონ უელსის დაბადების მეასე წლისთავს. უელსი ავტორია კინოფილმისა, რომელიც დიდი ხანია, კრიტიკოსთა ლამის ყველა გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაა მიჩნეული.
თეატრმცოდნეები დავით გაბუნიას პიესა "ბეჩავის" ინტერპრეტაციას სამეფო უბნის თეატრში გასული თეატრალური სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ. სპექტაკლი არაერთ ტაბუდადებულ და, ამავე დროს, ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხზე დაგვაფიქრებს.
როგორია საქართველოს ადგილი რუსულ კულტურაში? რა იზიდავდათ საქართველოში რუს მწერლებს? რა განსაზღვრავდა საქართველოს ეგზოტიზაციას რუსულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში?
1935 წელს თბილისში, მუშტაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა. 80 წლის წინ ჩვენში ბავშვებს მოგზაურობის, გადაადგილების, ახლოს შეცნობის სურვილს უღვიძებდნენ. რა დაგვრჩა იმ პარკებიდან და როგორ ერთობიან დღეს ჩვენი ბავშვები?
არაერთხელ გაგვიგია: "ნიკო ფიროსმანის ნიჭმა სარდაფიდან ამოანათა"... ამას როცა ამბობენ, ფიროსმანის გენიალურობას კი უსვამენ ხაზს, მაგრამ მაინც არ ივიწყებენ, რომ ფიროსმანი სარდაფების, სამიკიტნოების მხატვარი იყო.
გადაცემა, რომელიც ნიკო ფიროსმანის და მისი თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედებას ეძღვნება, საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეაშია ჩაწერილი. გიორგი გვახარიას სტუმარია ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე.
"...შურისძიებისა და დასჯის სურვილის სიმპტომი, ერთობ შორს მყოფი ქრისტესეული მიმტევებლობისა და სიყვარულის იდეალებისაგან. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ეს სიმპტომი სწორედ დიდი, ძლიერი და შურისმაძიებელი („სამართლიანობის აღდგენა“) „ზეკაცის“ თაყვანისცემაში გამოიხატება.
ჩამოტვირთე მეტი