ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
აკადემიაში სწავლა ყოველთვის ტკბილად მახსენდება. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს (ჩემგან), ყველაზე კარგად პედაგოგებს ვიხსენებ, განსაკუთრებით ლეო რჩეულიშვილს – საყვარელ და თბილ მოხუცს, რომელიც ქართული არქიტექტურის ისტორიის კურსს გვიკითხავდა.
ქალთა ორგანიზაციების ინიციატივით თბილისის ისტორიის მუზეუმში ეწყობა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „ომის აპოთეოზი“, რომელიც რუსი ფოტოჟურნალისტის, ვიქტორია ივლევას, ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. ივლევა არა მარტო ფოტოკორესპონდენტია.
ზაფხული – მოგზაურობის, გადაადგილების, ახლის შეცნობის პერიოდია. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც გადაადგილების საშუალება არა აქვთ. ჩვენში მათ უკვე არა ინვალიდებს, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უწოდებენ...
ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილთა ინტეგრაციისა და განათლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, სათემო-საგანმანათლებლო ცენტრები გაიხსნა.
ერთ კვირაზე მეტია უკვე ბიძინა კვერნაძე ჩვენს გვერდით აღარ არის. ტელევიზიით, რადიოთი ქართველი კომპოზიტორის სიმღერებს გადმოსცემენ. ნაკლებად ბიძინა კვერნაძის სიმფონიურ ნაწარმოებებს. და თითქმის არ იხსენებენ ბიძინა კვერნაძის ოპერას „შუშანიკის წამება“.
”არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ” - ესაა ფრაზა, რომელიც 50-იანი წლების ბოლოს გაზეთ ”პრავდას” ერთმა მკითხველმა გამოიყენა პასტერნაკის რომანის, ”ექიმი ჟივაგოს” მიმართ. თუმცა, საბჭოთა კულტურის ისტორიას ამ ფრაზის განმეორებაც ახსოვს - იოსიფ ბროდსკის შემოქმედების შეაფასებისას.
აშკარად ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება და მასთან დამეგობრებული მედია ვერა და ვერ ემიჯნება ამ ესთეტიკას – კვაზიუშუალობას, კვაზიიმპროვიზაციულობას, ხასხასა, თეთრი აივნების და დაბალი ჰორიზონტების ესთეტიკას, გაპრიალებული ქვეყნის ესთეტიკას, რომელსაც ერთი სახელი აქვს – სიყალბე!
ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, გოგი ოქროპირიძის სახელი კარგადაა ცნობილი რადიო თავისუფლების მსმენელისთვის. გოგი კარგა ხანია უკვე სათავეში უდგას გაერთიანება "კულტურშმიდეს", რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა.
მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალისტთა უმრავლესობა თავს მემარცხენეებად, მეტიც, მარქსისტებად მიიჩნევდა, ადამიანის არსებობის ეს ანალიზი - ზოგადად, ადამიანისა და არა, მაგალითად, მხოლოდ დასავლელი ადამიანისა, საბჭოთა კომუნისტებს არ მოსწონდათ.
ზაფხული. ფეხბურთი და ღამე, როცა ყველას ძინავს... საუკეთესო დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმოქმედო ხალხის გარეშე და არავის დაეკითხო რამეს.
დედაქალაქის კულტურული სამყაროსთვის ზაფხული წარსულის რესტავრაციით დაიწყო - ”რესტავრაციით” ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ზაფხულის პირველი თვე გავიდა და ცხადი გახდა, რომ კულტურის სფეროში ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რესტავრაცია-რეაბილიტაციაა.
გასულ კვირას კულტურის სამინისტროში გაიმართა მუსიკის პედაგოგებთან შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ კულტურის სამინისტრო იწყებს ერთიანი სტანდარტების შექმნას სამუსიკო განათლების სფეროში, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დარგის რეფორმას განაპირობებს.
”ქართული კინოს 5 წელი - ბევრი და უხარისხო” - დაახლოებით ასე შეიძლება შევაჯამოთ ქართველი კრიტიკოსებისა და კინორეჟისორების ერთობლივი ფორუმი, რომელიც 21 ივნისს გაიმართა საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირში. 5 წლის მანძილზე კინოწარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
22 ივნისს კინოს მოყვარულებმა დიდი კინოპოეტის იუბილე აღნიშნეს - ირანელ რეჟისორს, აბას ქიაროსთამის, 70 წელი შეუსრულდა. ”კინემატოგრაფისტი, რომელმაც ირანულ კინოს საზღვრები გაუხსნა” - ასე იხსენიებენ ქიაროსთამის ღვაწლს.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს უნიჭოდ გარემო და გარემოება აქცევს. როცა არა აქვს საშუალება, იცხოვროს თავისი ცხოვრებით, იმის კეთებას იწყებს, რაც არაა მისი საქმე - ცხოვრობს მშობლების, მეუღლის, მეზობლის, მეგობრის, პარტიის, ეკლესიის კარნახით.
იური მეჩითოვისთვის ისტორია არ არსებობს მხოლოდ ფაქტების ერთობლიობის სახით, მას არა აქვს იმის ილუზია, რომ რეალობას ”ობიექტურად” აღბეჭდავს... საერთოდ, უაღრესად სუბიექტური კაცია... ანუ - უაღრესად ცოცხალი...
7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ომბუდსმენის აპარატის, ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა გენდერული თანასწორობის თემაზე.
თბილისში, სამეფო უბნის თეატრში, დაიხურა ახალაგაზრდული თეატრალური ფესტივალი ”არდიფესტი”. ფესტივალის შედეგებსა და პერსპექტივებზე საუბრობს ”არდიფესტის” ერთ-ერთ ორგანიზატორი, დავით გაბუნია.
5 ივნისს გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქციებს აწყობენ და საზოგადოებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოში უამრავ ადამიანს გარემოს დაცვა მხოლოდ ხეების დარგვა და ნაგვის შეგროვება ჰგონია.
კანის კინოფესტივალი პირველად მაშინ დავაფასე, როცა ჩემმა საყვარელმა სტივენ ფრირზმა, 2007 წლის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, ”ოქროს პალმა” გადასცა ყველასთვის უცნობ რუმინელ რეჟისორს.
ჩამოტვირთე მეტი