ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
”წითელი ზონის” სტუმარი, თამარ ჩხეიძე საუბრობს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების პოზიციაზე იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც წინ უსწრებდა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს, ისაუბრებს ეროვნული მოძრაობის იმდროინდელ წარმატებასა და შეცდომებზე. ”წითელ ზონას” გიორგი გვახრაია უძღვება.
გასულ კვირაში ლადო ათანელის ფონდმა, ”თანადგომამ”, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო... განსხვავებული იმისგან, რასაც კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი, ”იავნანა”, აწყობს ხოლმე. ”იავნანა” ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, ”თანადგომა” - ახალგაზრდა მუსიკოსებს.
20 მაისს 70 წელი შესრულდება ოსვენციმის (იმავე აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკის ოფიციალური გახსნიდან. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანელი ფილოსოფოსი, კარლ იასპერსი იტყვის, მეოცე საუკუნე ოსვენციმის საუკუნეაო და თავის თანამემამულეებს მონანიებისკენ მოუწოდებს.
27 მარტს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, გაიმართა პრეზენტაცია იგორ ობოლენსკის წიგნისა ”სილამაზის ბედი”. ცნობილი რუსი მწერლის მონოგრაფია შედგება 50 ისტორიისგან, რომლის გმირები ქართველი ქალები არიან.. ეს ”ქართულ სულში ჩაწვდომის რუსული ცდაა”, აღნიშნა მწერალმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ლოკომოტივ პრომოუშენი” საპრომოუტერო კომპანიაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა თბილისში ცნობილი როკ-ჯგუფების ჩამოყვანისა და საერთაშორისო მასშტაბის როკ-ფესტივალების მოწყობის მიზნით.
40 წლის წინ შედგა დიდი იტალიელი კინორეჟისორის, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის, ”ზაბრისკი პოინტის” პრემიერა. „წითელი ზონის“ დღევანდელი გამოშვება ამ ფილმის ისტორიას ასახავს. გადაცემის სტუმრები, ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი და ამავე ჟურნალის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ცხადაია, გიორგი გვახარიასთან ერთად იხსენებენ, რა ხდებოდა მსოფლიოში 60-იანი წლების მიწურულს
27 მარტს მთელ მსოფლიოში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს 1961 წლიდან ზეიმობენ - მას მერე, რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის თეატრის მოღვაწეებს, წელიწადში ერთხელ ახალი სპექტაკლებით აღენიშნათ ”თეატრალთა” პროფესიული დღესასწაული.
16 მარტს თიბისი გალერეაში ქართველი კინორეჟისორის, დიპლომატის, მთარგმნელის, მხატვრის - ლანა ღოღობერიძის - ფერწერული ტილოებისა და მისი ახალი წიგნის - ”პარიზული ჩანაწერების” -პრეზენტაცია მოეწყო. ლანა ღოღობერიძესთან საუბრის დასაწყისში ვაღიარეთ, რომ გვიჭირს განვსაზღვროთ მისი ახალი წიგნის ჟანრი
1945 წლის შემდეგ გერმანიის ისტორია აღარ აღიქმება ერთიან ისტორიად: დასავლეთ გერმანიას მოსთხოვეს, პასუხი გაეცა ”მესამე რაიხის” დანაშაულზე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა კი გახდა ანტიფაშიზმის განსახიერება უარყოფის იდეოლოგიით, თანაც, არა მარტო ნაციზმის, არამედ, ფაქტობრივად, მთელი გერმანიის ისტორიის უარყოფით.
დასავლეთში სამოქალაქო კულტურა იმდენად მაღალია, რომ მედია, ასე თუ ისე, მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს პასუხისმგებლობა და თუკი ვერ შეინარჩუნა, ამის გამო თითქმის ყოველთვის საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება. მაგრამ საქართველოში, სადაც კარგა ხანია პოლიტიკას ”მართვის ხელოვნებას” უწოდებენ, ასეთი მანიპულაციები დღემდე არავის უკვირდა.
მთავარი ისაა, რომ ის საფრთხე, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, მართლაც ემუქრება ქვეყანას, ”ვირტუალურ ხატად” გადაიქცევა უამრავი ქართველის თავში... სამგანზომილებიან კინოსახედ, უფრო სწორად, ტელესახედ...
განათლებისა მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აპრილიდან ხელფასი გაეზრდება 1200 სკოლის დირექტორს, რაც გასაგებიცაა... და არამარტო იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას სჭირდება მასწავლებლების ხმები...
დიდი ქართველი ქორეოგრაფის, ”ცეკვის ჯადოქრად” მონათლული არტისტის, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების ასი წლის იუბილეს ეძღვნება ”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა. გიორგი გვახარიას სტუმრები არიან ჭაბუკიანის მოსწავლეები და კოლეგები - ნიალა გოძიაშვილი და მაკა მახარაძე.
ფრედერიკ შოპენის დაბადების ორას წლისთავს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ბუნებრივია, ამ თარიღს საქართველოშიც გამოეხმაურნენ.
100 წლის წინ, კოპენჰაგენში, ქალთა მსოფლიო კონფერენციაზე, სოციალისტი კლარა ცეტკინი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა. ერთი წლის შემდეგ 8 მარტი მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში აღნიშნეს. 1975 წელს ამ დღის აღნიშვნას გაეროც შეუერთდა.
3 მარტს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდს 6 წელი შეუსრულდა. ”იავნანამ” ამჯერად რუსთაველის თეატრში უამრავ პოპულარულ ქართველ არტისტს მოუყარა თავი და უმასპინძლა დიდ იტალიელ ტენორს ჯუზეპე ჯაკომინის.
ბერლინის კინოფესტივალის დახურვიდან ერთი კვირა გავიდა, მაგრამ კინემატოგრაფიულ წრეებში არ წყდება დისკუსია საიუბილეო ”ბერლინალეს” შედეგებზე, დიდი გერმანელი რეჟისორის ვერნერ ჰერცოგის ჟიურის გადაწყვეტილებაზე. რამდენად ასახავს ჟიურის გადაწყვეტილება მსოფლიო კინოში მიმდინარე ცვლილებებს
ბუკოვსკის თქმით, საბჭოთა იმპერიის რესტავრაცია ხდება, რადგან რუსეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმას, რომ კომუნისტური სისტემის კრახი კანონზომიერი და გარდაუვალი მოვლენა იყო...
დიდი ხნის წინ, პარიზში გამართულ ქართული ფილმების ფესტივალზე, ერთმა ქართველმა რეჟისორმა, დაინახა რა, როგორი გრანდიოზული შეხვედრა მოუწყვეს ფრანგებმა სერგო ფარაჯანოვს, გვითხრა, ახლა ვხვდები, რომ არსებობს პედერასტთა მაფია, რომელიც ყველანაირად ქაჩავს თავისიანებსო.
როდის და სად გაჩნდა ტერმინი ”კანონიერი ქურდი”? რატომ მიმართავდნენ საბჭოთა ლიტერატურასა და ხელოვნებაში ქურდული სამყაროს რომანტიზაციას? ჩვენი ცხოვრების რომელ სფეროში ვლინდება ეს, ე.წ. ”ქურდული მენტალიტეტი”?
ჩამოტვირთე მეტი