გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ იმ ქალბატონებისთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ტრენინგების სერიის ჩატარებას აპირებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები დრო რჩება. გორში ადგილობრივმა მოსახლეობამ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ჯერ ბოლომდე არ იციან, ვის და როგორ ირჩევენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მათი მოსაზრებების გათვალისწინებას სთხოვს
ერგნეთში ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის ერთის ნაცვლად ორი კარავი გაიშალა. პირველ კარავში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა, მეორე კარავი კი ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი.
ნიდერლანდის ინსტიტუტმა „მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ სტალინიზმის შესახებ სპეციალური სალექციო კურსი შექმნა. გორის, თელავის, ბათუმისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები ახლა ამ კურსს ისმენენ.
რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის მიერთებამ ცხინვალის პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსებში გააჩინა იმედი, რომ ეს პრეცედენტი იქნება დე ფაქტო რესპუბლიკისთვისაც.
ბოლო დროს გორში არაერთი არაფორმალური განათლების ცენტრი გაჩნდა. „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელმა“ მუშაობა ორიოდე კვირის წინ დაიწყო. ცენტრში ახალგაზრდები კონკურსის წესით შეირჩნენ.
უკანონო მიყურადების წინააღმდეგ სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ რეგიონებში გადაინაცვლა.
მერაბ მეკარიშვილმა დვანში სახლის შენება დაიწყო. ამ კაცის სახელი გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როცა ორ მეზობელთან ერთად მამაპაპეული სახლის დაშლას შეუდგა.
სახალხო დამცველის ინიციატივით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში სახალხო დამცველის მრჩევლის პოზიცია შეიქმნა.
გორის მერობის ყველა კანდიდატის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს.
ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თათია კახეთელიძე ჩაქვში ინკლუზიური განათლების კონფერენციაზე როცა მიდიოდა, ინკლუზიური განათლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ეგონა.
საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის საგანგებო დავალებათა ელჩები.
იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 61 წელი გავიდა. გორში ადგილობრივი კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და მისი მონუმენტის აღმართვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები ადგილობრივი მკვიდრის, 39 წლის ირაკლი ახალბედაშვილის, გათავისუფლებას მოითხოვენ.
3 მარტს თბილისიდან ქარელის რაიონ სოფელ ატოცში ჩავიდა რამდენიმე ასეული მოქალაქე, რათა საპროტესტო აქცია გაემართათ რუსეთის მესაზღვრეების მიერ გავლებულ მავთულხლართებთან. აქციის მონაწილეებმა მესაზღვრეების ქმედება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციად შეაფასეს და შეასრულეს საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები.
საქართველოს ოკუპაციის და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო რუსეთს პროტესტი გამოუცხადეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც დღეს დილით თბილისიდან გაემგზავრნენ შიდა ქართლის სოფელ ატოცისკენ.
ოსურ მხარესთან სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების გაწმენდის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჭიანურდება.
დილით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის სპეციალური კარავი გაშალეს თოვლში, მაგრამ მალე მზე გამოვიდა და თოვლიც დადნა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში თამაზ მისაბიშვილის მიწის ნაკვეთის ნახევარი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ჩამოტვირთე მეტი