გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - ქორდში, დიცსა და არბოში -ადგილობრივი მოსახლეობა ვაშლის ხეებს ჭრის და გასათბობად იყენებს. ამ სოფელს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.
აგარის გადასახვევიდან სოფელ აბანომდე ათიოდე კილომეტრია, მაგრამ დაზიანებული გზის მონაკვეთის გავლას მანქანა ნახევარ საათს ანდომებს. სოფელ აბანოში ტრაქტორები მომავალი სკოლის საძირკველს ჭრიან.
იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. მთავრობამ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო.
კვირას, დაახლოებით დილის 7 საათზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის ეზოში აფეთქება მოხდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური ორი სოფლის რწმუნებულის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოებას იწყებს.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების გასწვრივ სულ უფრო ხშირად დაფრინავენ სამხედრო ვერტმფრენები. დვანის, ზემო ხვითის, ერგნეთის, გუგუტიანთკარისა და კოშკას მცხოვრებლები საკუთარი ნაკვეთებიდან და სახლებიდან კარგად ხედავენ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს.
ცხინვალის ციხის პატიმრებმა 5 დღიანი შიმშილობა შეწყვიტეს. გასულ ხუთშაბათს დე ფაქტო რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა, კონკრეტული მოთხოვნებით, შიმშილობა გამოაცხადეს.
1 მარტიდან სახელმწიფო იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირებას შეწყვეტს. სამაგიეროდ, დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება.
გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 26 სოფლის მოსახლეობამ ზამთარში ეგერეთ წოდებული 200 ლარიანი ენერგოვაუჩერი მიიღო.
დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა მურატ ვანეევმა საინფორმაციო სააგენტო „რესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველანაირი ურთიერთობა ქართველ პარტნიორებთან კანონსაწინააღმდეგო და ამორალურია.
ადგილობრივ ფერმერებს ვაშლის მოსავალი სარდაფებში აქვთ შენახული, ძლიერი ყინვის გამო მათ ყუთების შეფუთვა დაიწყეს. ხილის მოყინვის შემთხვევაში მოწეული მოსავალი გადასაყრელი გახდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ყინვა კიდევ 2-3 დღეს გაგრძელდება და კვირის ბოლოს ტემპერატურა მოიმატებს.
ოსური მხარე პატიმრების გაცვლას პრინციპით „ყველა ყველაზე“ გამუდმებით მოითხოვს როგორც ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, ისე ერგნეთში გამართული „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრებზე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები განიხილეს.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ცხინვალელმა სამართალდამცავებმა არმაზ თაყაძე და ძმები მურმან და თამაზ დოთიაშვილები ქართველ პოლიციელებს ერგნეთში გადასცეს.
პირველი თებერვლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამას“ იწყებს.
გორში ორკვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა. ბაზრის მოვაჭრეებმა ინვესტორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სოფელ ღოღეთში დაახლოებით ორი თვის წინ რუსეთის მესაზღვრეებმა მავთულხლართები გაავლეს და რვა ადგილობრივი მცხოვრების მიწის ნაკვეთი ამ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეების მიღმა აღმოჩნდა.
ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული აქცია მომდევნო დღეებში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.
ჩამოტვირთე მეტი