გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის ფილიპ ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადება ისევ მსჯელობის საგანია.
ერგნეთში გაიმართა მორიგი, რიგით 41-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ერგნეთში ეს შეხვედრა, რომელიც წელს პირველია, უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა.
ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ მთავრობამ შეუთანხმებელი მოქმედებებით შეცდომა დაუშვა რუსეთიდან მიღებული ფინანსური რესურსების გადანაწილებაში, რამაც უარყოფითად იმოქმედა საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციაზე.
გორში აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა საპროტესტო აქცია ლომჭაბუკის მემორიალთან განახლდა. აქციის მონაწილეებს დილიდან ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეუერთდა.
მესამე დღეა გორში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს მართავენ და ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში ბაზრის გადატანას ეწინააღმდეგებიან.
გორში აგრარული ბაზრის მოვაჭრეების აქცია ინციდენტით დასრულდა: ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვისას პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უშანგი ბაშარული, დააკავა.
პირველი თებერვლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამას“ იწყებს.
პაატა ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელის შეცვლას ცხინვალიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ სახელის შეცვლით, პირველ რიგში, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა სწორდება.
ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში ოპოზიცია ყოველი ახალი ფინანსური წლის დაგეგმვისას აპროტესტებდა იმას, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები სოციალური პრობლემების არაადეკვატური იყო.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ პოლიტიკურ ძალთა ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რიმ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
გორის უსახლკაროთა კარვებში ამჟამად ოთხი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ პატრული და შესაბამისი სამსახურები ყოველღამე ქალაქის მასშტაბით შემოვლას აწარმოებენ და ღია ცის ქვეშ დარჩენილებს კარვებში გადაიყვანენ.
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 31 დეკემბერს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯერაპოვი შეიწყალა.
პირველი იანვრიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი შეეცვალა. ზაქარეიშვილის უწყებას ახლა „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“ ჰქვია.
კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 122-ე კოტეჯში, ტოლიაშვილების ოჯახი ცხოვრობს. სუფთად მოწყობილი სახლი, მიმატებული სათავსოთი და წინა გადახურვით.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დაიწყო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
სტალინის მუზეუმის მცირე საგამოფენო დარბაზში 3 საათის განმავლობაში დისკუსიის ნაცვლად უფრო ხმაური ისმოდა.
ერთი კვირის განმავლობაში, ევროსაბჭოს მიწვევით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ჯგუფი ადგილობრივი კონფლიქტის ისტორიას ვეცნობოდით.
საიას იურისტებთან შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოსურ მხარესთან, სოფელ ზერტის მცხოვრებ მამუკა რევაზაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკებას აწარმოებს.
შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა პირველი სამუშაო დღე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
ჩამოტვირთე მეტი