გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ცხინვალში იმ პატიმრების საქმეების გადახედვას მოითხოვენ, რომლებიც სასჯელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან.
გორის რაიონში პირველი თოვლი მოვიდა, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში კი გათბობისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების დარიგება ჯერ არ დაწყებულა.
რამდენიმე დღეა რუსეთის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები ქარელის რაიონის სოფლებში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს და მავთულხლართებს ამონტაჟებენ.
5 წლის განმავლობაში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის 15 შეხვედრა გაიმართა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში ქართველი და ოსი ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ამერიკაში შეიკრიბნენ.
ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგს „თვალსაზრისს“ იანვრიდან საკუთარი ვებგვერდი ექნება. ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია, საიტი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს, იანვრამდე კი მასალები აიტვირთება.
ერევანში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ-ოსური დიალოგი „თვალსაზრისი“. ეს პროცესი 2008 წლის დეკემბრიდან დაიწყო და მის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. დიალოგში მონაწილეობენ ქართული და ოსური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
მეორე დღეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოსურ მხარესთან, სოფელ ხურვალეთში დაკავებულების - მალხაზ ვანიშვილისა და გოჩა მაყიშვილის - გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკებას აწარმოებს.
ბოლო 2 დღეა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში რუსეთის და დეფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ. ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.
ერევანში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ-ოსური დიალოგი „თვალსაზრისი“. დასაწყისში შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი კონფლიქტოლოგის, გოგი ხუციშვილის, ხსოვნას.
გორში დასრულდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ხელოვნება ადამიანის უფლებებისთვის”. ფესტივალი საერთაშორისი იყო და ის სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავდა. წარმოდგენილი ფილმები შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ რეჟიმს, რასიზმს, კონფლიქტებს, მიგრაციის პრობლემებს
გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ხელოვნება ადამიანის უფლებებისთვის”.
რეგიონის სამოქალაქო სექტორში და საჯარო სამსახურებში დასაქმებული, ასევე პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებული ქალები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბნენ და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
რეგიონის სამოქალაქო სექტორში, საჯარო სამსახურებში დასაქმებული და პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებული ქალები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეიკრიბნენ და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში იქ მცხოვრები ადამიანების სამედიცინო გამოკვლევა მიმდინარეობს. თბილისიდან სხვადასხვა პროფილის ექიმები სოფლებში ჩადიან და მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში 200 ლარიანი დახმარების გაცემა იწყება. გორის მუნიციპალიტეტში სათბობით უზრუნველყოფისთვის დახმარებას 7100 ოჯახი მიიღებს.
ცხინვალის არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი დინა ლბოროვა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სოციოლოგიური სამსახურების შექმნას მოითხოვს.
ახალი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა გორიდან დაიწყო. გორის „დარბაზის“ ინიციატივით, უნივერსიტეტში დაახლოებით 400 კაცი შეიკრიბა.
გორში სიხარულით შეხვდნენ საქართველოს მთავრობის მიერ თვითმმართველობის კოდექსის პროექტის დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაუბრუნდება.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ სპეციალური კომისია შექმნა.
ჩამოტვირთე მეტი