გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
დღეს კომუნისტებმა გორის ეკლესიაში სტალინის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს და მის სახელზე სანთლები აანთეს.
გორის საკრებულოს ხლმძღვანელები საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდნენ.
გორში 60-მა აქტიურმა მოქალაქემ დემოკრატიის სკოლა დაამთავრა. სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს სკოლის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ გადასცა. დემოკრატიის სკოლა ოქტომბერში გაიხსნა და 5 თვის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები სწავლობდნენ დემოკრატიის ძირითად კონცეფციებს, დაეუფლნენ პრაქტიკულ უნარებს საკუთარი იდეების რეალობაში განსახორციელებლად.
ამერიკის მთავრობა USAID-ისა და NEO-ს მეშვეობით საქართველოში ბევრ დევნილსა და სოციალურად დაუცველს ეხმარება.
ერგნეთში ახალგაზრდებმა საქართველოს ოკუპაცია რუსული საგუშაგოდან რამდენიმე მეტრში გააპროტესტეს.
ოსური და რუსული დელეგაციის წევრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანჯეი ტიშკევიჩმა შეხვედრისას ღიმილით უთხრა, მეგონა, სამხედრო მარშით მოხვიდოდითო.
გორში, სამეფოს ქუჩის დასაწყისში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია მდებარეობს, 1817 წელს კი ამ შენობაში გორის სასულიერო სასწავლებელი იყო განთავსებული. აქ აღიზარდნენ გამოჩენილი საერო და საეკლესიო პირები.
წელს გაზაფხული ადრე იწყება და სოფლად მცხოვრებლებმაც სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს.
ბაკურიანში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი - ჯარიმა ამოქმედდება.
ცხინვალში ერგნეთის სავაჭრო ცენტრის გახსნის იდეას ადგილობრივი მცხოვრებლები დადებითად აფასებენ.
გორში პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონფერენცია ხმაურით დაიწყო, ყველა მსურველი დარბაზში ვერ შევიდა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე 2008 წლის ოქტომბერში უგზო-უკვლოდ დაკარგულების - სოლთან პლიევის, ალან ხუგაევისა და ალან ხაჩიროვის - მშობლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ.
გორში ხმაური მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას.
ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაური სასჯელს 3 წლის და 8 თვის განმავლობაში იხდიდა.
მედიის წარმომადგენლების შემდეგ შიდა ქართლის ახლად დანიშნული გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეხვდა.
ერევანში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის –„თვალსაზრისის“ - მონაწილეების შეხვედრა გაიმართა.
შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის, ანდრო ბარნოვისთვის თანამდებობაზე დანიშვნა რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს არ მიულოცავთ.
ერევანში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის –„თვალსაზრისის“ - მონაწილეების შეხვედრა დასრულდა. ამ შეხვედრაზე როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან ახალი მონაწილეებიც იყვნენ წარმოდგენილნი.
ჩამოტვირთე მეტი