რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია, რომელმაც 10 აპრილს, საღამოს, მაუწყებლობა განაახლა, აპირებს სასამართლოს მიმართოს რუსთავის სატენდერო კომისიისა და ელექტრონული შესყიდვების დავების საბჭოს წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ შპს პალიტრა TV-ს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდეგ.
9 აპრილს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.
რუსთავის მერიაში „სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის’’ დამფუძნებელი შვიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმად, ხელმომწერი მუნიციპალიტეტები მხარს დაუჭერენ სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
რუსთავის მერიაში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურსის პირობების, განაცხადის ფორმებისა და შეფასების მეთოდების შემუშავებაზე, ასევე საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრაზე.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადასცემს.
ჭყონდიდელის დასახლებაში სულ 700 პატიმარზე გათვლილი ორი პენიტენციური დაწესებულება უნდა აშენდეს - მამაკაცებისა და ქალებისთვის.
ბათუმიდან ჩამოსულმა გარემოსდამცველებმა 27 მარტს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.
ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ საკუთარი ტელე და რადიოარხების მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა და ასეთი ფორმით გამოხატა „პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს“.
რამდენიმე დღის წინ აქტივისტებმა ეკოლოგიური შინაარსის ბანერები გააკრეს რუსთავში.
დავით ბაქრაძემ მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა.
ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობა აღნიშნავს გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს, რომელიც 22 მარტს დასრულდება. ზეიმობენ ქალაქ გარდაბანშიც, რომელსაც 20 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტუმრა.
შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს იმ საპატრულო ეკიპაჟის მოქმედებას, რომელიც რუსთავში 13 წლის მოზარდის მოსალოდნელი მკვლელობის დროს გამოიძახეს.
რადიო თავისუფლების შეკითხვას, რა ეღირება ერთი ასეთი მანქანის „დელტაში“ აწყობა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ეს იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე უცხოური გიგანტებისგან სპეცმანქანების შეძენა.
გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის უწყებათშორისი კომისიის კვლევის თანახმად, საქართველოში ქმრისა ან პარტნიორისგან სხვადასხვა სახის ძალადობა 7 ქალიდან ერთს მაინც განუცდია.
რუსთავის ეპარქიას პოსტფაქტუმ შეატყობინეს რუსთავში რელიგიის საკითხთა სააგენტოს რეგიონალური წარმომადგენლის დანიშვნა.
ორი კუთხით ვიწყებთ დავას. ერთი ქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცულობა კომერციული გავლენისგან და მეორე იქნება კონკურენციის შესაძლებლობა, რადგან შეუძლებელია ისეთ პირობებში, როცა 60-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს [საზოგადოებრივ მაუწყებელს] და დამატებით 45 მილიონს სესხად იღებს.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აუთვისებელი რჩებოდა ასიათასობით ლარი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებული იყო შესაბამის სერვისს.
ჩამოტვირთე მეტი