რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ორი რუსთაველი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობასთან 25 თებერვალს, პროცესის დაწყების წინ, საპროტესტო აქცია გამართეს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.
„ინტერტრანსმა“ რუსთავის თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლა ადგილობრივი საკრებულოს მიერ 2018 წლის დეკემბერში მიღებული 218-ე დადგენილების გამო.
რუსთავის საკრებულოსა და ადგილობრივ მერიასთან ჩამოყალიბებულია მრჩეველთა საბჭოები, ერთგვარი შუალედური რგოლი მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის, როცა საქმე გადაწყვეტილებების მიღებას ეხება.
„გვჭირდება სტრატეგიული მიდგომა, გაანალიზება იმისა, თუ ვინ რას მიაღწია დღეს და სად რა მიმართულებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა. მთავარია, გავითვალისწინოთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ არის, უბრალოდ, პროექტი, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა”,
ტალინის ერთგვარი სახე მისი მუნიციპალური ტრანსპორტია. ესტონეთის დედაქალაქის ქუჩებში 4 მარშრუტზე 70 ტრამვაი მოძრაობს, მთელ ქალაქში კი მგზავრები 450 ევროსტანდარტის ავტობუსს გადაჰყავს. ამის მიუხედავად, ქალაქში ვერ ნახავთ საცობებს.
რუსთავის საჯარო სკოლებში არასამართლიანად მიაჩნიათ მათთვის დაწესებული ბუნებრივი აირის ტარიფი -1 კუბურ მეტრზე 86 თეთრი, რომელიც “სოკარ ჯორჯია გაზმა” კომერციული მომხმარებლებისთვის განსაზღვრა.
კომპანია „სოკარ გაზ-რუსთავის“ მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისიდან რუსთავში ნახშირჟანგით 17 ადამიანი მოიწამლა. შარშან საცხოვრებელ ბინებში ნახშირჟანგის დაგროვების 100-მდე შემთხვევა იყო.
რუსთავში წელს რამდენიმე სათემო და ახალგაზრდული პროექტი განხორციელდება.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სამართალდამცველებს მიმართავს თხოვნით, დაინტერესდნენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მონიტორინგის დროს გამოვლენილი დარღვევებით.
ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები მეტ უფლებებს ითხოვენ მეტი შესაძლებლობისათვის - იქნება ეს ქონების განკარგვა, სერვისების მიწოდება თუ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება.
გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 731 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 24 პროცენტს შეადგენს.
„[საჭიროა მატარებლის] დამატებითი რეისი. ეს თუ არ შეცვალეს, არაფერი გამოვა. ზოგი [მგზავრი] 9 საათზე იწყებს [მუშაობას], ზოგი 10 საათზე...კიდევ ერთი სექცია აუცილებელია დღისითაც და საღამოსაც.
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, ძირითადად გრიპის ვირუსისა და გრიპის შემდგომი გართულებისგან.
კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება დროებით ძველ ნიშნულამდე - 1, 5 ლარამდე - გააიაფა მას შემდეგ, რაც 10 იანვარს რუსთვის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხმაურიან სხდომაზე სპეციალური კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გაზრდის წინააღმდეგ გამოსვლაში ოპოზიციაც ჩაერთო მას შემდეგ, რაც 6 იანვარს დაახლოებით 40-მა რუსთაველმა, უპირატესად ახალგაზრდობამ, საპროტესტო აქცია გამართა რუსთავის მერიის წინ.
მოქალაქეებმა 6 იანვარს რუსთავის მერიის წინ გააპროტესტეს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულების 50 თეთრით გაზრდა. აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა. მან „ინტერტრანსი“ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.
რუსთავის საახალწლოდ მორთვა 20 დეკემბრიდან იწყება ხოლმე - ამ დღეს დგამენ მთავარ ნაძვის ხეს მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე. ქალაქის ცენტრალური ქუჩების ფერადი საახალწლო ილუმინაციებით მორთვა ლამის 31 დეკემბრამდე გრძელდება
ტრადიციულად, რუსთავის საახალწლო მორთვა 20 დეკემბრიდან იწყება ხოლმე - ამ დღეს დგამენ მთავარ ნაძვის ხეს მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე. ქალაქის ცენტრალური ქუჩების ფერადი საახალწლო ილუმინაციებით მორთვა ლამის 31 დეკემბრამდე გრძელდება.
რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ 2018 წლის ვალდებულება ვერ შესრულა. გადათხრილი ქუჩები და დაუმთავრებელი ტროტუარები, ეს არის ჩავარდნილი ტენდერების შედეგი.
ჩამოტვირთე მეტი