მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
თენდება. თუ თბილი ამინდია, ის ყველა ჭუჭრუტანიდან გამოდის. სახლში არ არსებობს ადგილი, სადაც ის არ იმალებოდეს. დათბება თუ არა, ყველგან დახოხავს. თუ სახლი შიგნიდან ხისაა - მით უმეტეს. ედება ფარდებს, კარადებს, ძვრება ტანსაცმელში. სითბო უყვარს. თუ ტანსაცმელს წინასწარ არ დაბერტყავ, ისე ვერც გააუთოებ - გეშინია, რომ ყველა მხრიდან ამოძვრება. სახლის პირობებში თუ მოაგროვებ და დაწვავ, თორემ სხვა გზა არ არსებობს - ასეთია აზიური ფაროსანა.
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლისა და მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის, ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭის“ მემორიალურ ბინა-მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანება მალე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.
თბილისში პირველად გაიმართა „ამნესტი ინტერნეშნლის“ წლიურ ანგარიშის პრეზენტაცია.
„ნინოს+ლუკა“ ან „აქ იყო მამუკა“ - ასეთი და უფრო მრავალშინაარსიანი წარწერების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ამოკაწვრა -როგორც ქართულად, ისე სხვა ენებზე - ისევ გრძელდება.
დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობიდან 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
თემქაზე, ზღვისუბნის მე-10 კვარტალში, გამწვანებული ფერდობის მიმდებარედ, იქ, სადაც, წლებია, პატარა მაღაზიისა და სამკერვალოს ერთსართულიანი შენობები იდგა, მალე რვასართულიანი კორპუსი აშენდება.
2018 წლის პირველი მარტიდან ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება.
13 თებერვალს ვარშავაში პირველი პრესკონფერენცია გამართა უკრაინიდან პოლონეთში 12 თებერვალს დეპორტირებულმა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, ოდესის ყოფილმა გუბენატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
12 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნა, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამ საქმის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს - გამოძიება კი, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს.
იხარჯებოდა თუ არა არამიზნობრივად საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთვის“ შეწირული მილიონები? ამ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე.
დედაქალაქში დასარგავი ხეების შერჩევაში ჩართული იყვნენ ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები, "პარტიზანული მებაღეობა თბილისში", ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სპეციალისტები.
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი, გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრი, დოდო გუგეშაშვილი, მისი შვილი კი გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი, გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრი, დოდო გუგეშაშვილი, მისი შვილი კი გარდაიცვალა.
სანზონის დასახლებაში, ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის ნახევრად დანგრეულ შენობაში, მეექვსე წელია, 130-მდე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს, მათგან 150 ბავშვია.
მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 14 ადამიანი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს.
მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დასაკიდი ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და ბაქანზე მდგომი ხალხი ქვეშ მოიყოლა. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავდა 14 ადამიანი.
ივლისის ბოლოს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოცდაათი ახალი ტუალეტი უნდა აშენდეს. საზოგადოებრივი "რეტერატების", ანუ საპირფარეშოების, მოწყობის ვალდებულება მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულ კომპანია „სითი ბოქსს“ აქვს.
ჩამოტვირთე მეტი