მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ე. წ. „პანამის დოკუმენტებში“ მოხსენიებულ 200 000-ზე მეტ ოფშორულ ანგარიშთან კიდევ 85 ქართველის კავშირი იკვეთება - ასეთია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მომზადებული გამოძიების ახალი მონაცემები.
კოჯრის გზატკეცილზე გაიმართა პროექტ „პანორამა თბილისის“, ბოტანიკური ბაღის გასხვისებისა და, ზოგადად, თბილისში საჯარო სივრცეების გაქრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია.
ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის, დოკუმენტური ფილმი „დაისის მიზიდულობა“ ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალის (Visions du Réel) მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა სექციაში - regard neuf - პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები.
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის გაყიდვის გამო ხელისუფლების კრიტიკას არ წყვეტენ ოპოზიციური პარტიებისა და გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, საქართველოში არ გამართულა მშრომელთა ტრადიციული მსვლელობა-აქციები.
მმართველი პარტია უკმაყოფილოა და სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს არ ენდობა; საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ გამარჯვება ახლოსაა.
მტევანი, ბორჯღალი, ქვევრი, ეკლესია და სტალინის თავიც კი - ამ სიმბოლიკას საქართველოს ღვინის ბაზარზე წარმოდგენილ თუ უცხოეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის ეტიკეტებზე ყველაზე ხშირად წააწყდებით, თუმცა ბოლო დროს მცირე მეურნეობების მიერ წარმოებულ ღვინის ბოთლებზე განსხვავებული შინაარსისა და ესთეტიკის მქონე ეტიკეტებიც გამოჩნდა - უფრო ფერადი, უფრო მარტივი და სადა.
28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში საწარმოო ტრავმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 700-მდე ადამიანი დაშავდა.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ანუ საანგარიშო პერიოდში, დღის წესრიგში, ფაქტობრივად, არ დამდგარა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
20 აპრილს „მწერალთა სახლში“ გაიმართა ახალი ლიტერატურული პრემიის, „ლიტერას“, დაჯილდოების ცერემონია. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნდა და რომელსაც „მწერალთა სახლი“ ატარებს.
თსუ-ს სტუდენტები ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისგან იმ ზეწოლის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ, რომელსაც მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრები განიცდიან.
გამოქვეყნდა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს ხალხის განწყობას ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის, საგარეო კურსისა თუ პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით.
უკვე თვეზე მეტია, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სათემო რადიო „Way” მუშაობს და მალე ინტერნეტმაუწყებლობიდან FM სიხშირეზე გადაინაცვლებს.
როგორც NDI-ს გამოკვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობას, 61%-ს, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
11 აპრილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის უახლესი შედეგები გამოაქვეყნა. სულ, საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 3 900 ადამიანი.
გაფიცვის გადავადების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომელსაც სატრანსპორტო კომპანიამ შესაბამისი სარჩელით მიმართა.
გაფრთხილების საფუძველი გახდა ბოლო ხანებში გახშირებული რეკლამები, რომლითაც სხვადასხვა იურიდიული პირი ცდილობს მოქალაქეების მიზიდვას მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირებით.
„მწერალთა სახლმა“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა რადიო თავისუფლების "დღიურების" ამჯერად მეათე - საიუბილეო - წიგნის პრეზენტაციას. ტრადიციულად, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
ჩამოტვირთე მეტი