მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
გასული კვირის მოვლენები თითქმის მთლიანად გადაფარა უკრაინაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. დაპირისპირებას რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
45 წუთიან გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილმა გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
თბილისში იმყოფებოდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბიორნ ენგესლენდი, რომელმაც ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრები.
„ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველო“ განახლების ახალ ეტაპზე გადადის. საგანგებო მიმართვა ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.
ორი დღის წინ სამტრედიის სათნოების სახლის ხუთი ბენეფიციარის გარდაცვალების შემდეგ, 15 თებერვლის ღამით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თავშესაფრიდან კიდევ ორი პაციენტი გადაიყვანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის დაცვის ეროვნული ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკვლევით, ყოველ მესამე ქალს ერთხელ მაინც განუცდია სხვადასხვა ფორმის ძალადობა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას. შარშანდელ სამომხმარებლო კალათას დაემატა 11 და გამოაკლდა 4 საქონელი.
180 ქვეყნისგან შემდგარ სიაში საქართველო 84-ე ადგილზეა. სიის პირველი სამეული, საუკეთესო შედეგებით, კვლავაც ფინეთი, ჰოლანდია და ნორვეგიაა.
გეგუთის ციხეში ვითარება 10 თებერვლის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოთხდღიანი შიმშილობის შემდეგ 800-მდე პატიმრის მოთხოვნა ხელმძღვანელობის გადადგომის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გეგუთის #14 დაწესებულებაში 1000-მდე პატიმარი შიმშილობს. პროტესტის მიზეზი, პატიმართა განცხადებით, ერთ-ერთი პატიმრის ცემის ფაქტი გახდა, რის შესახებაც პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც აცნობეს.
6 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2013-2015 წლებში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო, გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება.
4 თებერვალს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა.
3 თებერვალს საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე, ჩვენება ნინო ბურჯანაძემ მისცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ენგურის ხიდზე მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის გამშვებ პუნქთან ახლოს „მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლის“ დაარსების იდეით გამოდიან.
ცოტა ხნის წინ, ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიციატივით, თბილისში უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ რამდენიმე გამოკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც ინსტიტუტი.
თბილისში უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის რამდენიმე მშვიდობიანი აქცია გაიმართა. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ელექტრონულ წიგნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო ხშირად წააწყდებით მკითხველებს, ელექტრონული წამკითხველებით, ე.წ. “რიდერებით“, ხელში.
მას შემდეგ, რაც კიევის ქუჩებში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლიც მოჰყვა, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის დამადასტურებელი აქციები საქართველოშიც იმართება.
ჩამოტვირთე მეტი