მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს - გიორგი ბადაშვილი. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის მთავარი პროკურორის პოსტზე ყველა გამოწვევას გაუმკლავდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ორგანიზებით, 20 იანვარს „ევროპის სახლში“ გაიმართა კონფერენცია, რომელზეც 2013 წელს საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა შეაჯამეს.
ძლიერმოქმედ მედიკამენტებს მომხმარებლები ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქებში ვეღარ შეიძენენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო 16 იანვრიდან ხორცპროდუქტებით მოვაჭრე ყველა დაწესებულების შემოწმებას იწყებს.
როგორი იქნება თბილისი რამდენიმე წლის შემდეგ, თუ ქვეყნის ურბანისტულ-არქიტექტურული პოლიტიკა უცვლელი დარჩა?
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მიკაელ ასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩსი.
მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ ვაკის პარკში, ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს და უახლოეს დღეებში მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
ეკატერინე ტოგონიძე კიდევ ერთი ქართველი მწერალია, რომელიც ბერლინის ცნობილი ლიტერატურული კოლოკვიუმის სტუმარი გახლდათ.
31 დეკემბერს, შუაღამით, ძველ წელს ვაცილებთ და ახალს ვხვდებით. ამ წუთებში მთელ საქართველოში შეძლებისდაგვარად სადღესასწაულო განწყობაა. ოჯახებში გაშლილია საახალწლო სუფრა.
30 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა და იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ილაპარაკა, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დგას.
25 დეკემბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამავე სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-კატალოგის ”თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორიის“ პრეზენტაცია გაიმართა.
26 დეკემბერს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ მალხაზ არქანიას წამების ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ ყოფილ მაღალჩინოსნებს.
24 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისის ბავშვთა უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით განხორციელებული ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მალხაზ სონღულაშვილმა ცხრამეტი წლის შემდეგ მთავარეპისკოპოსის პოსტი დატოვა.
თბილისში, ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ინიციატივით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, სახელწოდებით „პოლიტიკური ლანდშაფტი 2020.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან მილიონზე მეტი ადამიანია გასული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი სულ 214 მილიონი იმიგრანტი ცხოვრობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას საპარლამენტო საკონკურსო კომისია 18 დეკემბრიდან შეუდგება.
დედაქალაქში ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისათვის მთავრობამ დროებითი თავშესაფარი მოაწყო, ამას ხელისუფლებისგან ბოლო რამდენიმე თვეა დაჟინებით მოითხოვდა არასამთავრობო სექტორი.
მირზა ფათალ ახუნდოვის სახელობის კულტურული ცენტრისა და Lib.ge-ს ინიციატივით, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურაში ახალი ლიტერატურული პრემია დაფუძნდა.
მოსკოვის გამზირზე უსახლკარო ადამიანთა გამოსაზამთრებლად საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგმულ ოთხ კარავში ხალხის რიცხვი მატულობს.
ჩამოტვირთე მეტი