მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილმა უწყებათშორისმა ჯგუფმა უსახლკარო ადამიანებისათვის დროებითი თავშესაფრის შექმნის შესახებ იმსჯელა.
გამოქვეყნდა გაეროს ქალთა ფონდის გამოკვლევა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილე თბილისში რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. 2005 წლის 3 თებერვლიდან, დღემდე ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების გარშემო არაერთი კითხვა არსებობს.
„სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი ჯგუფის მიმართ“ - ასეთი სახელწოდება აქვს გამოკვლევას, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში ბოლო დროს მუსლიმი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება.
3 დეკემბერს საქართველომ მსოფლიოსთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. თბილისში ჩატარებულ ღონისძიებებს, რომელზეც მთავრობამ გაეროს შშმ პირთა 2006 წლის კონვენციის უახლოეს ხანებში რატიფიცირების პირობა დადო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის არაერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე, 3 დეკემბერი, თბილისში რამდენიმე ადგილას - მათ შორის, სასტუმრო „რედისონშიც“ - აღინიშნა. ეს ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაახლოებით ერთი სცენარის მიხედვით იმართება.
უკრაინაში გრძელდება მასობრივი პროტესტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, უკრაინამ იუარა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე განაწყენებულია იმ ფაქტის გამო, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ის არავის გაუფრთხილებია.
სამიტამდე ორი დღით ადრე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კიდევ ერთხელ აფასებენ ქვეყნისათვის ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას.
შეწყალების კომისიას ალექსანდრე ელისაშვილი უხელძღვანელებს. ახლად დაკომპლექტებული ჯგუფი 26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას.
ათი წლის თავზე, 2003 წლის 23 ნოემბრისგან განსხვავებით, საქართველოს არჩევნებით შეცვლილი მთავრობა და პრეზიდენტი ჰყავს.
ცვლილების საწინააღმდეგო სამოქალაქო პეტიციაში წერია, რომ ძეგლის სტატუსის მოხსნა ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის" მე-17 მუხლში შესატანმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც, "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას", ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება სამინისტროსთან შეთანხმებით.
რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდის დღევანდელი თემა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ და შემდეგ კვლავ ამოღებულ მუხლს შეეხება.
17 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ინაუგურაცია გაიმართა.
მესამე წელია, აღმაშენებლის გამზირზე წამოწყებული რეაბილიტაციის გამო, 80 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის თოჯინების თეატრი უშენობოდაა დარჩენილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც საზოგადოების დახმარებით უსახლკარო ადამიანებისათვის თავშესაფრის გახსნას გეგმავდა, საქართველოს საპატრიარქოს კრიტიკული განცხადების შემდეგ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავშესაფრის გახსნაზე დროებით უარი განაცხადა.
ბოლო ათი დღის განმავლობაში უცხოური მედიისათვის, კერძოდ კი, „ბი-ბი-სი“-სა და რუსეთის პირველი არხისათვის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუები განხილვის საგანია.
10 ნოემბერს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“, ბოლო სამი ნომრის პრეზენტაციაა დაგეგმილი. 1990 წლებიდან მოყოლებული, „არილმა“ რამდენჯერმე იცვალა სახე.
საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლამ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ძალის, მომავლის საკითხი უფრო აქტუალური გახადა.
ჩამოტვირთე მეტი