ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.
„მხარზე შაშხანაგადაკიდებული ვერ წახვალ იქ. იქ თუ წახვალ, ბრძოლისთვისაც მზად უნდა იყო, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯუზეპე „კავო“ დრაგონე.
„თუ უკრაინა დამარცხდება, ან აიძულებენ, ცუდ კომპრომისს დაჰყაბულდეს, ანაც რაიმე ქაოსური, არეულობის პერიოდი დაიწყება - რუსეთის გავლენა გაძლიერდება. კრემლი ყველანაირ ქაოსს გამოიყენებს თავისი ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად”, - ეუბნება პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი, ენ ეპლბაუმი რადიო თავისუფლებას.
„ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტი და მისი მარიონეტული პრეზიდენტი არ შეიძლება აღიარებულ იქნეს ლეგიტიმურად - ევროკავშირის არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკური ორგანო მათ არ მიიღებს”, - ეუბნება ევროპარლამენტარი დაინიუს ზალიმასი რადიო თავისუფლებას.
„მე ვფიქრობ, რომ პუტინი მზადაა ათწლიანი ომისთვის უკრაინაში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მზადაა ათწლიანი ომისთვის თავად რუსეთში... ნამდვილ სამშვიდობო შეთანხმებაში რუსეთი უნდა დამარცხდეს“, - ამბობს ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (2020-2024) რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
„არ მგონია, ქართველები ისეთი ბეცები იყვნენ, როგორც ივანიშვილს ჰგონია. არ მგონია, რომ ევროპელობას შეელევიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი ლიეტუვიდან, PACE-ის ყველაზე ხანგრძლივი წევრი ემანუელის ზინგერისი.
ადამიანის უფლებების საკითხი საქართველოში უკვე არის და მომავალშიც დარჩება ჩემთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი.
“ვაკვირდებით პროცესებს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჯერ საკმარის შედეგებს ვერ ვხედავთ” - უთხრა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ რადიო თავისუფლებას საქართველოში სადავოდ ქცეული მისი ვიზიტის შედეგების შესახებ.
„საერთო მახასიათებელი ბელარუსსა და საქართველოს შორის ის არის, რომ როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, განსაკუთრებით იმ ეშმაკთან, რომელიც დღეს კრემლში ზის, მერე ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ – ამიერიდან შენს მომავალს ეშმაკი განსაზღვრავს”,
„გვსურს, ნეიტრალურები დავრჩეთ. ვაკვირდებით არჩევნებს, ვეხმარებით ნაკლოვანებების აღმოჩენა-ანალიზსა და რეკომენდაციების შესრულებაში. ეს არის ჩვენი ფუნქცია. არ გვსურს, რომელიმე მხარეს დავდგეთ“, - ეუბნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფინეთის პარლამენტის წევრი პია კაუმა რადიო თავისუფლებას.
„ეს სანქციები არ დაწესდებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციაში რომ სჯეროდეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ სწრაფადვე მოხსნიდა... ორბანი და "ქართული ოცნება" ჩინეთის "ნაყიდი მარიონეტები" არიან“, - ეუბნება 2024 წელს რუსეთის შავ სიაში შეყვანილი ბრიტანელი ჟურნალისტი, ტომ როგანი რადიო თავისუფლებას.
კოლინსი, რომელიც ვესტპოინტის თანამედროვე ომის ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორია, 2016-2018 წლებში უკრაინის მრჩეველი იყო თავდაცვის საკითხებში. ვაჟა თავბერიძემ მას რუსეთ-უკრაინის ომის სამი წლის მოკლე შეჯამება სთხოვა.
“ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა იქნება დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვის და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე” - ეუბნება რადიო თავისუფლებას კურტ ვოლკერი
„ეს არის არჩევანი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის - სხვა გზა აღარ დარჩა“, - ამბობს ტერე ჰელანდი, ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე ათასობით დასავლელს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
“ნუ გახდებით კრემლის მძევლები, როგორც ეს ბელარუსში მოხდა”- ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლონელი ევროპარლამენტარი, ბელარუსთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი და პოლონეთის სეიმის ყოფილი ვიცე მარშალი, მალგოჟატა გოშიევსკა.
„33 წლის წინ დამოუკიდებლობის მოპოვება ურთულესი რამ იყო, მაგრამ კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა მისი შენარჩუნება... საქართველოზე ისე ვსაუბრობთ ხოლმე, როგორც დემოკრატიაზე“.
ჩამოტვირთე მეტი