რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ამჟამად მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობენ.
ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფაქტებზე, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით კანონში შესულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა შეხვედრებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და პოზიტიური მოლოდინი გამართლდა.
„დაიცავი ჩვენი შრომა“, „სტერეოტიპი კლავს“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „ნუ გაჩუმდები“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გააპროტესტეს არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობა.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში საბაზისო სკოლის დახურვის შემდეგ მასწავლებელთა ნაწილი უმუშევარი რჩება.
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც 46 წევრი დაესწრო, ოთხ საათს გაგრძელდა. 40 ხმით 6-ის წინააღმდეგ დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს მამუკა წოწერია, ხოლო მის მოადგილეებად - ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილის თვითმმართველ თემში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ლიდერობს.
მავნებელმა მწერმა, აზიურმა ფაროსანამ, და მცენარეების სოკოვანმა დაავადებებმა, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, აფხაზეთის სოფლის მეურნეობასაც ზიანი მიაყენა. აქ, სიმინდისა და თხილის მსგავსად, ციტრუსის მოსავლის დიდი ნაწილიც უვარგისია.
გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ჯგუფების მორიგი, 50-ე, შეხვედრა გაიმართა. თბილისის დელეგაციამ, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხელმძღვანელობს, რამდენიმე საკითხი დააყენა დღის წესრიგში.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყო.
საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში პირველ ადგილზე პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და მისი მერობის კანდიდატები გავიდნენ.
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესების მონიტორინგს აწარმოებენ, ადგილზე არსებულ ვითარებას აფასებენ, როგორც მეტ-ნაკლებად მშვიდს და სტაბილურს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. დოკუმენტის მიღებაზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი და ხუთწლიანი ვადა აქვს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ნაწილი უარს აცხადებს, ნაწილმა კი უკვე მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ გალიდან დანარჩენ საქართველოში გადაადგილება მოახერხონ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 18 დღით ადრე საარჩევნო სუბიექტები იუწყებიან, რომ ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს ხევენ და ამომრჩევლებს აშინებენ, რაშიც ისინი მმართველი გუნდის პარტიას ადანაშაულებენ. ასეთი განცხადებები გაკეთდა დღეს „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება მერობის შვიდ კანდიდატს შორის მოუწევთ.
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა სამმა დევნილმა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად პროტესტის ნიშნად აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სცადა.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის დელეგაცია აყენებს.
სამეგრელოში გავრცელებული მავნებლის, ე.წ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ის გლეხის მთავარ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში 34 ჰექტარი თხილნარის მესაკუთრეები, მამა-შვილი ანურ და გიორგი ზაქარაიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მუქარასა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებენ.
გრაფ როზმორდუკზე, ფრანგზე, რომელმაც სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის მხარდაჭერით, ზუგდიდში 1848 წელს აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმო დააარსა, დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ.
ჩამოტვირთე მეტი