რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
11 აპრილს 148 წელი შეუსრულდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს, რომელიც ახლა დანგრევის პირასაა.
გლეხები ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან ამ დონის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისთვის საკმარისი არ არის, რადგან ნიადაგის მოხვნის შემდგომი დამუშავება და მოსავლის მოყვანა საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში, რამდენიმე ათეული ადამიანია მოწამლული. სპეციალისტები იკვლევენ მიზეზებს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი, მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები საკრებულოში რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ ეს პროცესები მათ მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის.
ყოფილმა მსჯავრდებულმა, აკაკი კოროშინაძემ, ზუგდიდის სოფელ ორულუში ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. მან ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი, „მარფონა“, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ზუგდიდი ერთ-ერთი დიდი თვითმმართველი ერთეულია, სადაც რეგიონის მოსახლეობის 37%-ზე მეტი ცხოვრობს. მას განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ აფხაზეთთან სიახლოვე.
30 მარტს სრულდება აუქციონი, სადაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 34 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ყიდის სოფელ განმუხურის სანაპიროსთან.
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახალი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში გამგეობა უარს ამბობს მძიმე პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, თუმცა უშენებს მცირე ზომის სახლს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ ზუგდიდში. ისინი დღეს დილიდან გაიფიცნენ, ნაწილმა კი შიმშილობა დაიწყო.
მძღოლების საპროტესტო აქციის ფონზე გაემგზავრა კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით. ტრანსპორტი, სადაც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, შეძახილებითა და სტვენით გააცილეს მძღოლებმა.
სახალხო დამცველის აპარატსა და რეგიონალურ ოფისებში განხორციელებული ცვლილებები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნეს ზუგდიდში. აქვე წარადგინეს რეგიონის ახალი სამმართველოს უფროსიც.
ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით შეუერთდნენ დევნილი ქალები ზუგდიდში. მათ სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარები ქალაქის არტგალერეაში გამოფინეს.
ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტის - აღნიშვნის კუთხით, ზუგდიდი, ალბათ, არაფრით გამოირჩევა დანარჩენი ქალაქებისგან. აქაც დილიდან მამაკაცები ქალებს ყვავილებს მიართმევენ.
ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ არსებული პრობლემების შესახებ ზუგდიდში დისკუსია მოეწყო. თემაზე სასაუბროდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალები შეიკრიბნენ.
აპრილში ერთი წელი შესრულდება, რაც მთავრობამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 320 ოჯახს ბინა ზუგდიდის ცენტრში ახლად აშენებულ კომპლექსში გადასცა.
ზუგდიდში დასაქმებული მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უფრო აქტიურად უნდა იფიქრონ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იწყებს საქმის ძიებას ზუგდიდში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებზე დასაქმებული მუშებისთვის სახელფასო დავალიანების საქმეზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტს უარყოფითად აფასებს და მის წინააღმდეგ გამოდის.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადაადგილება საშვის გარეშე გახდა შესაძლებელი.
ჩამოტვირთე მეტი