რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
„დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - ამ შინაარსის მოწოდებით უკვე მეორედ შეიკრიბნენ მოქალაქეები აქციაზე, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის წინ გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა ხუთდღიანი გაფიცვა შეწყვიტეს, ისინი მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებენ.
იანვრის თვეში ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა უკმაყოფილება არასათანადო მომსახურების მიზეზით რამდენჯერმე გამოთქვეს.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. საუბარია ბაზრის მიმდებარე მიწის იმ ნაკვეთზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ისინი აპროტესტებენ კონკურენტი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას, რომელმაც, მძღოლების წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე შეასრულა პირველი რეისი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით.
ინტერნეტგამოცემა livepress.ge, რომელიც ხუთი წელია ზუგდიდში ფუნქციონირებს, საინფორმაციო მასალებს მომხმარებლებს ამიერიდან აფხაზურ ენაზეც შესთავაზებს. გამოცემას რუსული და აფხაზური ვერსია ახალი წლიდან დაემატა.
ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს ბენეფიციარები ახალი კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან. მათი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სასადილოს ხელმძღვანელობა შეიცვალა, არ აქვთ საკმარისი საკვები.
ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთს, გალიდან გადმოყვანილ 68 წლის ქალბატონს, დაუდგინდა H1N1 ვირუსი.
ზუგდიდს ორი მთავარი ბიბლიოთეკა ემსახურება: ერთი - ქალაქს, მეორე კი - მუნიციპალიტეტს. ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა 1990 წლიდან ფუნქციონირებს, მისი წიგნების ფონდი 220 ათასს, მკითხველთა რაოდენობა კი 4 000 აღწევს.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ მთავარ სპეციალისტებს ხელფასი 200, ხოლო წამყვან სპეციალისტსა და სპეციალისტს 100-100 ლარით გაეზარდათ.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი დაწესებულების მფლობელ კომპანია „ბლოკ ჯორჯიასთან“ შეთანხმდა. ექიმები მზად არიან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა კომპანიის მიერ დანიშნულ ახალ დირექტორთან, ნოდარ ჩიქოვანთან.
ახალი წლის ღამეს დაწყებულმა და შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელებულმა გადაუდებელმა თოვამ სამეგრელო-ზემო სვანეთს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს 230 ბენეფიციარი რამდენიმე დღე საკვების გარეშე დარჩა. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, სასადილოს კერძები 31 დეკემბრიდან თითქმის ერთი კვირის განმავლობაში არ მოუმზადებია.
თოვლმა პრობლემები შეუქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. უხვი ნალექისა და მოყინული გზების გამო ქალაქსა და მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 23 წელია ზუგდიდში სხვადასხვა დაწესებულებებში ცხოვრობენ. მათი ნაწილი დროთა განმავლობაში ხელისუფლებამ ახალი საცხოვრებლებით დააკმაყოფილა.
წლის შეჯამებისას ზუგდიდში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოზიტიურ მოვლენად საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის პოზიტიურ ანგარიშს ასახელებენ.
ენგურის ხიდთან დაასრულა სამშვიდობო მსვლელობა ველოსიპედისტმა ნოდარ ბერიძემ, რომელმაც სტარტი 18 დეკემბერს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე, წითელი ხიდიდან, აიღო.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 23ე დეკემბერს, გამართულ სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ზუგდიდში შეხვედრა მიეძღვნა. ამჯერად, სახალხო დიპლომატიასთან ერთად, ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მედიცინა განიხილეს.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული კოლხური ყოფის ამსახველი ნივთების პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდში ფოტოგამოფენა მოეწყო.
ჩამოტვირთე მეტი