რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების შესახებ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა თბილისსა და ქუთაისთან ერთად ზუგდიდსაც მოიცავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, ზუგდიდში სატრანსპორტო ბაზარზე თურქული კომპანია „მეტრო“ შემოდის, რომელსაც, სერვისის თვალსაზრისით, კონკურენციას ვერ გაუწევენ.
გალის რაიონის სკოლებს, სადაც სექტემბრიდან განათლების მიღება რუსულ ენაზე დაიწყო, კომისია ამოწმებს. გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომისიას აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს „განათლების რეფორმა“ დაწყებით კლასებში.
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, დისკუსია გაიმართა.
დადიანების ეზოში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს მისთვის პირვანდელი იერსახის დასაბრუნებლად. ამ დროისთვის სრულიად გასუფთავდა შენობის გარე ფასადი, იწმინდება სარდაფი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პირველი სართული.
სამეგრელოს მაღალმთიანი სოფლების დიდ ნაწილში ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი და ფუფუნების საგნად ითვლება.
დაიწყო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის არქეოლოგიური შესწავლა იმ მიზნით, რომ დადგინდეს, არის თუ არა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შეუსწავლელი და უცნობი ნაგებობები, რომლებიც მოგვიანებით, ბაღის რეკონსტრუქციისას,შეიძლება დაზიანდეს.
ზუგდიდში დაიწყო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. უკვე შედგა ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის ნაწილების, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილის განხილვა.
ზუგდიდში, უფასო სასადილოს გვერდით, დამონტაჟდა კარადა „გაიღე-მიიღე“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც დატოვოს, ასევე წაიღოს საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები.
მესამე დღეა შიმშილობის აქციას მართავენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები ზუგდიდის ოფისში.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას დააკმაყოფილოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა მისთვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
სოციალური ფონის გაუმჯობესებასთან ერთად, უმთავრესი მოთხოვნა უმუშევრობის დაძლევა იყო. როგორც განახლებული თვითმმართველობის დაკომპლექტებიდან ერთი წლის თავზე ირკვევა, მოსახლეობის მთავარი პრობლემა იყო და კვლავ რჩება უმუშევრობ
სოფელ დარჩელის ტელმანის უბნის მცხოვრებლები ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჯუმმა დააზარალა. სოფლის მკვიდრთა ნაწილს დაეტბორა სახნავ-სათესი ყანები, ეზოები, სახლების პირველი სართულები.
ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი, სადაც ათობით ბავშვი თითქმის მთელ დღეს ატარებს, რეკონსტრუქციას საჭიროებს. გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ ორსართულიან შენობაში დღემდე მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები თუ ჩატარებულა.
სენაკში ისტორიული ძეგლის, ნოქალაქევის სიახლოვეს კირქვის მოპოვებას იწყებენ.
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ კომპაქტურ დასახლებებში სამშენებელო ხარვეზები დაფიქსირდა.
ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ახალი ტროტუარის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტროტუარზე ველობილიკიც იქნება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის მოსახლეობის ნაწილი სოფელში მოქმედი ასფალტ-ბეტონის ქარხნის დახურვას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ ქარხანა უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს და მუშაობის ნებართვაც არ აქვს.
ინტერნეტით გავრცელებული, მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ამსახველი, ვიდეომასალის ზუგდიდის ბულვარში ჩვენების ფაქტს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
ჩამოტვირთე მეტი