რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წესსა და იმ პროცედურებზე იმსჯელეს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ქუჩების, სკვერების, ბაღების, ჩიხებისთვის სახელწოდების შეცვლისას.
ქალაქში მიმდინარე მშენებლობები ბოლო ხანებში ზუგდიდელთა ერთი ნაწილის მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. თავდაპირველად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლებმა გააპროტესტეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის გვერდით სწრაფი კვების ობიქეტის, „მაკდონალდსის“, აშენება.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არ აპირებს მასთან დათმობაზე წასვლას ხუდონჰესის საკითხთან მიმართებით.
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციები მრავლადაა, თუმცა აქტიურობით მათგან ათი თუ გამოირჩევა.
ზუგდიდის სოფელ კახათსა და ახალკახათში მცხოვრებლები უკმაყოფილო არიან სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით. საუბარია თხილის პლანტაციის მფლობელებზე.
გასული წლებისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში თხილის შემოტანა რეალიზაციის მიზნით მკვეთრად შემცირდა. მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე დაწესებული გადასახადია - 1 კგ თხილზე 1.30 ლარი.
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად მომავალმა სამმა მოსწავლემ დღეს დილით ვერ შეძლო ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვა.
ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებში ახალი სასწავლო წლისთვის დაანონსებული აკრძალვა ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, ჯერ არ ამოქმედებულა.
მძღოლები ეწინააღმდეგებიან ზუგდიდში თურქული სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ შემოსვლას, კომპანიისა, რომელიც, მათი ცნობით, ბევრად კომფორტული სერვისის ამოქმედებას აპირებს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ შეჰხებია ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობენ და რომელთაც შესაბამისი საბუთები წესრიგში აქვთ.
შამადელას მცხოვრებლების თქმით, ელექტროსადენების სიძველის გამო, მცირედი წვიმის ან ქარის დროსაც კი სოფელს ელექტროენერგია ეთიშება.
ზუგდიდში რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერი კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა მათ შორის ბაზრის ყველაზე მსხვილ წარმომადგენლად „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ ითვლება.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით, თანამდებობიდან გადააყენეს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში: დაიტბორა ქუჩების ნაწილი ზუგდიდში, ფოთსა და ხობში. განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, სადაც ათამდე ადგილობრივ ოჯახს დაეტბორა სახლი, ეზო და ყანები.
მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს საკრებულოს სხდომა, სადაც უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.
ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზე, განთავსებულ ბაღში ახლა, ფერადი ყვავილების ნაცვლად, ეკალ-ბარდები ხარობს. დაავადებისგან გამხმარია კოლხური ბზის დიდი ნაწილი, გასხვლას საჭიროებს ხე-მცენარეები.
ზუგდიდელები ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირების, ბოტანიკური ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქციის, მოლოდინში არიან.
ზაფხულის ცხელ დღეებში მომხმარებელს სასურსათო პროდუქტის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მართებს პროდუქტის შენახვის პირობებისა და მისი ვარგისიანობის მიმართ.
ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებში ახალი სასწავლო წლისთვის სიახლეებია დაგეგმილი, რაც ყველა სასწავლო დაწესებულებაში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას და სკოლების ნაწილის დახურვას ითვალისწინებს.
ჩამოტვირთე მეტი