რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
„სანაპიროსთან ძალიან ახლოს, გულიას ქუჩისა და მშვიდობის გამზირის გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. დღეს მას ჰქვია შოტლანდსკაია... არ არსებობდა დღე, რომ სოხუმელი სანაპროზე არ გასულიყო, არ ესეირნა, კაფეში არ დამჯდარიყო... კარუსელები... ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა.
იდლიანი ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი თემია, სადაც უმუშევრობის პარალელურად ადგილობრივი მცხოვრებლები მთავარ პრობლემად განათლების ხელმიუწვდომლობას ასახელებენ.
აბიტურიენტი ყვება, იმასაც რომ მას და მის მეგობრებს სოხუმის უნივერსიტეტში განათლების მიღება არ სურთ, რადგან სათანადოდ არ იციან არც რუსული და არც აფხაზური, ქართულად კი აფხაზეთში განათლების მიღება შეზღუდული აქვთ.
თავის მხრივ საქართველოს განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მუშაობენ სქემაზე, რათა აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები და სტუდენტები არ შეფერხდნენ და მათ შეძლონ დაუბრკოლებლად განათლების უფლებით სარგებლობა.
ზუგდიდში N67 საარჩევნო უბანზე მამა ფრიდონმა (ასათიანი) იქ მყოფი პირები დალოცა და ზეთი აცხო. მისი თქმით, დასალოცად სხვა უბნებსაც მოივლის. მღვდლის საარჩევნო უბანზე დაშვება გააპროტესტა დამკვირვებელმა მაია კალანდიამ. მას უბანი დაატოვებინეს, მიზეზად კი დასახელდა, რომ საარჩევნო პროცესს უშლიდა ხელს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 87-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. ჩხუბი საარჩევნო სიების გამო დაიწყო. დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ანაკლიაში პირველი გემის შემოსვლის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს - ამის შესახებ 7 მაისს განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.
ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მოუვლელობის გამო, ბაღი თითქმის სრულად იყო განადგურებული.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება.
ზუგდიდში მცხოვრები ნანი უზარაშვილი 7 წლის უნახავი ბიძაშვილის დასაფლავებას თვალს საოკუპაციო ხაზიდან ადევნებდა.70 წლის მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში გარდაიცვალა და 9 აპრილს ამავე სოფელში დაკრძალეს.
გიორგი შენგელია უალტერნატივო კანდიდატია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენისას.
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იქნება ზუგდიდი მერის მოადგილე გიორგი შენგელია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ გაგიდაში მცხოვრები 11 წლის დიტო ოკუჯავა ყოველ მეორე დღეს, მოპედით კვეთს საოკუპაციო ხაზს, ენგურის ხიდის გავლით მიდის ზუგდიდში, სადაც საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს და ისევ უკან ბრუნდება. დიტო ოცნებობს ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი გახდეს.
პირველი ქართველი მოკრივე გოგო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს.
წელს მაისში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს მერის რიგგარეშე არჩევნები.
ჩამოტვირთე მეტი