რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
თვალთან არის დარტყმული და ნათლად ჩანს, რომ ის ადგილი დახეთქილია. მეორე თვალთანაც დალურჯებული აქვს. აქვს დაბეჟილობები შუბლზე, მუცელზე, კუჭის თავთანაც არის გაშავებული, დაახლოებით, 5-10 სანტიმეტრი.
ქართული მხარე ელოდება, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს დღეს გადმოსცემენ.
ბოლო ხანებში მთავარ თემად რჩება საკითხი, თუ რამდენი დეპუტატი დატოვებს, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობას და რას შეცვლის ეს სამომავლოდ.
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ერთ-ერთ ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. ჭერიდან ჩამოშლილი მასალა მაგიდას დაეცა და საექსპონატო ჭიქები დააზიანა.
ზუგდიდში, დადიანების ეზოს სიახლოვეს, კერძო ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს. ე.წ. სკეიტ პარკში ახალი სასტუმროს აშენების იდეა და პროექტიც ზუგდიდელებს უკვე გააცნო დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პასპორტის ასაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი, რომელიც 11 იანვარს დაკეტა „ღორის გრიპის“ გამო.
მეოცე დღეა, ენგურის ხიდზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილება შეზღუდულია. დღესაც ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა შეძლეს მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებმა და სამედიცინო ცნობის მქონე პირებმა.
დღეს ჟურნალისტებთან მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ჭერი წვიმის წყალმა დააზიანა. მისივე თქმით, სამუშაოების ჩაბარების პირველი ეტაპი არ ითვალისწინებდა გადახურვას.
ახალ სტადიონზე ჯერ მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოებია შესრულებული.
გალში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. ადმინისტრაციისგან ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, თუ როდის მოიხსნება კარანტინი ენგურის ხიდზე.
გალში მოსახლეობამ ენგურის ხიდის ჩაკეტვა გააპროტესტა. ენგურის ხიდი 11 იანვრის შემდეგ ორმხრივად დაკეტილია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად. გადაწყვეტილება უკავშრდება ე.წ „ღორის გრიპის“ თავიდან აცილების მიზნით გამოცხადებულ კარანტინს.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პაატა ადამიას საკრებულოს სხდომაზე ცოცხები აჩუქა. ამ ფაქტს წინ უძღოდა დეპუტატებს შორის კამათი ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის შესახებ.
გალელი სტუდენტების ნაწილი ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინის გამო საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობას ვერ იღებს.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მომართვიანობამ იმატა. სამედიცინო დაწესებულების ექიმ ინფექციონისტის ინფორმაციით, მიმდინარე თვეს საავადმყოფოს 49 ადამიანმა მიმართა.
ენგურის ხიდზე, რომელსაც ყოველდღიურად 100-ობით ადამიანი კვეთს, დღეს უჩვეულო სიმშვიდე იყო. აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ რამდენიმე მგზავრი მოძრაობდა. მოქალაქეთა ნაკადის შემცირების გამო არ მუშაობდა არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. მიზეზი საქართველოში გრიპის ვირუსის, H1N1-ის, გავრცელებაა. ენგურის ხიდზე გადაადგილება შეიზღუდა.
სამეგრელო - ზემო სვანეთში ბოლო ორ თვეში ე.წ. „ღორის გრიპით“ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 6 იანვარს დაფიქსირდა.
როგორ დაასრულა სიცოხლე ზვიად გამსახურდიამ წლების მერეც დავის საგანია. პრეზიდენტის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 25 წლისთავზე რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ შეხვდა ამ ამბის თვითმხილველებს.
71 წლის ლეილა ეხვაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში პირუტყვის ხშირ დაკარგვას ასახელებს. მისი სიტყვებით, მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი გადადის ოკუპირებულ სოფელში, რომელიც ხურჩიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.
ჩამოტვირთე მეტი