რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
3-4 იანვრის ღამეს მეტეორიტების "წვიმა" არის მოსალოდნელი. მეტეორების ცვენის სიხშირემ შესაძლოა საათში 60-100 ერთეულსაც მიაღწიოს.
ავტობუსს გამოდევნებული ძაღლი, ზოოპარკის ბინადარი ფასკუნჯი და კბილატკივებული სპილო - ცხოველები, რომლებიც 2018 წელს რადიო თავისუფლების ობიექტივში მოხვდნენ.
რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ 2018 წლის ვალდებულება ვერ შესრულა. გადათხრილი ქუჩები და დაუმთავრებელი ტროტუარები, ეს არის ჩავარდნილი ტენდერების შედეგი.
საქართველოში სამეცნიერო კვლევებზე წელიწადში 32 მილიონი ლარი იხარჯება. ამის დიდი ნაწილი წყალში გადაყრილი ფულია, ამბობენ განათლების სფეროში ჩახედული ადამიანები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის განმავლობაში კვლავ თამარ ჟვანია რჩება.
ჟვანიას, შელეგიასა და ბოჟაძის კანდიდატურები არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს და პრეზიდენტს წარუდგინეს, უშუალოდ სალომე ზურაბიშვილს თავისი კანდიდატი აღარ დაუმატებია.
ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები, მეექვსე დღეა, პროკურატურის წინ შიმშილობენ.
ზამთარში ჩიტები საკვების გარეშე რომ არ დაიღუპონ, “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის” მოხალისეებთან ერთად ხეებზე საკვებურებს ამაგრებს.
უმაღლესი განათლების მიღება ციხეშიც არის შესაძლებელი. ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად პატიმრები ბადრაგის თანხლებით მიჰყავთ, შემდეგ კი დისტანციურად ასწავლიან. სასწავლო მასალა ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც მას შემდეგ სტუდენტ პატიმრებს გადასცემენ.
საქართველოში პურზე ფასმა 5-დან 10 თეთრამდე მოიმატა. მწარმოებლები ამბობენ, რომ მიზეზი ფქვილის გაძვირებაა, პრემიერ-მინისტრი კი უფრო შორს მიდის და ეჭვობს, რომ ფასები ხელოვნურად იზრდება.
„ხონთქრის ქათამი ანუ პორფირიონი - მეტად იშვიათი, შესაძლოა აღარც არსებობდეს“, - ვკითხულობთ წითელ წიგნში. მიზეზი - ბრაკონიერობაა. manifest.ge -ზე გროვდება ხელმოწერები პეტიციაზე, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარშემო ბუფერული ზონების 250 მეტრამდე შემცირების შესახებ. პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ამ ადგილებში ნადირობის დაშვება საფრთხეს შეუქმნის ხონთქრის ქათამს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუფერული ზონის შემცირება ამ საფრთხეს ვერ შექმნის, რადგან იშვიათ სახეობაზე ნადირობა ისედაც აკრძალულია.
ტანია ამირბეგი მერვე წელია, მშრალ ხიდთან მტრედებს კვებავს. დღეში ორჯერ ხორბლით სავსე პარკებით მოდის. თუ ავადაა, სხვას უტოვებს საკენკს, რომ მტრედები მშივრები არ დარჩნენ. ფრინველები ამ პარკში თავად შეიჩვია. ამბობს, რომ მტრედების გუნდი ტურისტებსაც ძალიან მოსწონთ და ხშირად ისინიც კვებავენ.
იაპონიის მთავრობამ საგანგებო სიტუაციების სამსახურს მეორადი ტექნიკა აჩუქა, სახანძრო მანქანა, რომლის კიბეც მე-8 სართულამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ყოველწლიურად 3-4 ათასამდე ხანძარი ჩნდება, აქედან 10 პროცენტი მაღალსართულიან კორპუსებში.
მტკვარში წლების წინ ზუთხის და ორაგულის დაჭერაც კი შეიძლებოდა, მაგრამ ახლა, ძირითადად, ხრამულსა და ნაფოტაზე თევზაობენ. მეთევზეები და ექსპერტები სახეობების გადაშენების მიზეზად მტკვრის დაბინძურებასა და ბრაკონიერობას ასახელებენ. თევზს იზიდავს ფეკალიები, მისი ორგანიზმი ადვილად იგროვებს მძიმე მეტალებს.
მოძრაობა „არა ნაციზმის“ ორგანიზებით თბილისიდან რეგიონებში ამომრჩევლის ტრანსპორტირება დილიდან დაიწყო. რეგიონებში რეგისტრირებული ამომრჩეველი ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებითა და მსუბუქი მანქანებით გადაჰყავთ.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები პარლამენტის წინ აქციას მართავენ. აქ კუსტარული კარვები უკვე თვეებია დგას. თემირლანის მამა ხორავას ქუჩაზე დაღუპული დავით სარალიძის მამასთან ერთად მათი შვილების მკვლელების დასჯას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.
კვარიათში,იოანე ლაზის ქუჩაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელ სახლს შეუქმნა საფრთხე. როგორც სტიქიის ზონაში მცხოვრები ჯეირან მემიშიში ამბობს, საშიშროების შესახებ მერიას ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეატყობინეს, თუმცა რეაგირების ნაცვლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამეწყრილ ადგილას სამშენებლო ნებართვა გასცა.
ნისიების რვეული თითქმის ყველა პატარა მაღაზიას აქვს. ამ რვეულებში ინახება მთელი უბნის წვრილმანი ვალები - ვინ რამდენი ყველი, ყავა, სიგარეტი და ღვინო წაიღო, რამდენი ლარი აქვს გადასახდელი, რამდენი გადაიხადა, რამდენი დარჩა.
ნისიების რვეული თითქმის ყველა პატარა მაღაზიას აქვს. ამ რვეულებში ინახება მთელი უბნის წვრილმანი ვალები - ვინ რამდენი ყველი, ყავა, სიგარეტი და ღვინო წაიღო, რამდენი ლარი აქვს გადასახდელი, რამდენი გადაიხადა, რამდენი დარჩა. აქ ყოველთვე ერთი და იმავე ადამიანების სახელები იწერება.
ფანჯრიდან გადმოვარდნილი მოსწავლე, ბავშვები, რომლებსაც საკვები არ ჰყოფნით, ავარიული შენობა... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა უსინათლო სკოლა-პანსიონის (N 202) შემოწმებისას გამოავლინა. პანსიონი საქართველოში ერთადერთია.
ჩამოტვირთე მეტი