რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
სეზონური ავადმყოფობებისა თუ სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს სამედიცინო დაწესებულებებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა - 25 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ფასმა 2,52 ლარს მიაღწია. ექსპერტთა ვარაუდით, ლარზე კურსის ვარდნაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: წინასაარჩევნოდ დახარჯულმა ფულმა, ტურისტული სეზონის დასრულებამ და საბიუჯეტო ხარჯვამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 21 ოქტომბერის არჩევნებზე აღრიცხულ დარღვევებზე. ექსპერტთა თქმით, იყო როგორც მიზანმიმართული დარღვევები, ისე უცოდინარობით დაშვებული შეცდომები. აღნიშნავენ აგრეთვე, რომ კანდიდატთა გამარჯვება დიდწილად განაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში მიღებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 21 ოქტომბერის არჩევნებზე აღრიცხულ დარღვევებზე. ექსპერტთა თქმით, იყო როგორც მიზანმიმართული დარღვევები, ისე უცოდინარობით დაშვებული შეცდომები.
"გადასატანი ყუთის სიაში" ათი ამომრჩეველი იყო ჩაწერილი, მათ შორის, 101 წლის ქალბატონიც კი. არჩევანის გასაკეთებლად მათ კომისიის წევრებმა სახლებში მიაკითხეს.
თეთრი ხელჯოხი უსინათლოებს გარემოს აღქმასა და გადაადგილებაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის ანგარიში „პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის თაობაზე“. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო დონის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გენდერული ბალანსის მისაღწევად კვლავაც იბრძვიან ევროპის ქვეყნები.
17ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში გადახდილი ორდღიანი სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, დაკრძალვის ცერემონია გაიმართა 25 ადამიანისა, რომლებიც სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უმოწყალოდ დახვრიტეს.
სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელსაც ბერი ანდრიას ფონდი აფინანსებს, იმ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან. აქ რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, განსაკუთრებით ისინი, ვისთვისაც თბილისში ბინის დაქირავება პრობლემაა.
მომავალი წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება დიდი მოცულობის ძრავას მქონე ავტომობილების შემოწმებით დაიწყება, ორი წლის ფარგლებში კი ის სრულ ავტოპარკს მოიცავს.
ვაჟას თოფი, მისი მეუღლის ნამზითვარი კიდობანი, საწერი მაგიდა და ფოტო, სევდიანი ისტორიით... ეს ყველაფერი ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, ინახება. ამ სახლს, ვაჟას გარდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელიც უკავშირდება.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ძირითადი ცვლილებები ეხება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წესებს. პროტესტის ნიშნად პლენარული სხდომა დატოვეს ოპოზიციის დეპუტატებმა.
ანანო ბუცხრიკიძე თერჯოლის N1 საშუალო სკოლაში სწავლობს. ავადმყოფობის შედეგად მან მხედველობა დაკარგა. უსინათლოებისთვის სპეციალური სკოლა თერჯოლაში არ არის, მაგრამ ექსპერტები ცდილობენ, ანანომ იმ სკოლაში მიიღოს კარგი განათლება, რომელშიც ყოველთვის დადიოდა.
საქართველოს მთიანეთის სოფლების ნაწილში ახალი სასწავლო წელი სკოლებმა თითო-ოროლა მოსწავლით დაიწყეს. მიუხედავად მცირე კონტინგენტისა, სკოლებს არ ხურავენ, რადგან ამ ნაბიჯს, შესაძლოა, სოფლის დაცლა მოჰყვეს. რადიო თავისუფლება გთავაზობთ თეა თოფურიას სიუჟეტს ვაშა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგლიდან.
16 სექტემბერს ხანძარს ერთდროულად რამდენიმე ადგილას აქრობდნენ. ცეცხლი გაჩნდა თუშეთში, კახეთსა და აჭარაში. ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი.
ჩამოტვირთე მეტი