რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
14 ივლისს რუსეთის არმიამ „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილზე“, სუ-34-ით სამტონიანი ბომბი ФАБ-3000 ჩამოაგდო. ბომბის ჩამოგდების კადრები ინტერნეტითაც გავრცელდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
ივნისში პარლამენტმა შეცვალა კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ და აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების არჩევნები, რომელიც 2009 წლიდან იყო გაუქმებული, ისევ დაუშვა. ცვლილება „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო.
ლიტერატურულ ჟურნალ „არილს“, რომელსაც კულტურის სამინისტრომ მაისში დაფინასება შეუწყვიტა, ახლა პირდაპირ ხალხი აფინანსებს. ამ ჟურნალის გამოცემა ბევრისთვის უკვე პრინციპულ საქმედ იქცა. მალე გამოვა შემოწირულებებით მომზადებული მეორე ნომერი, რომელიც პროტესტს ეძღვნება.
5 ივლისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა მევიოლინე ლიანა ისაკაძე.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქართველი ემიგრანტების ხმა იკარგება, ორია, საარჩევნო უბნების სიმცირე და არალეგალები, რომლებსაც საკონსულოში აღრიცხვაზე დადგომის ეშინიათ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ხმები არჩევნებს დაუბრუნდეს?
ხაჭაპურის 60 დასახელება, ქართული სამზარეულოს დავიწყებული კერძები და რიტუალები... გასტრონომიული კულტურის მკვლევარმა დალილა ცატავამ გამოსცა წიგნი „გასტრონომიული სიზმრები“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის თავის გამოცდილებასა და მიგნებებზე ჰყვება.
25 ივნისს კახეთი უჩვეულო მოვლენას შეესწრო. „აქაურობა არის იავარქმნილი“, - თქვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მას შემდეგ, რაც მე-11 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ალავერდის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ხალხი შეესწრო სტიქიას, რაც მანამდე მხოლოდ ფილმებში ენახა.
თურქი ფეხბურთელი, გუნდის მცველი სამეთ აქაიდინი 18 ივნისს, საქართველო-თურქეთის ნაკრებების შეხვედრისას, დორტმუნდის მოედანზე სხვადასხვა ნომრის მაისურითა და შორტით თამაშობდა. მას 4 ნომერი მაისური ეცვა, შორტი კი - 14.
მოსკოვის ბირჟამ ევროსა და დოლარში ვაჭრობა შეაჩერა. მართალია, რუსეთი ამას ახლა ნაკლებად გრძნობს, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ეს რუბლის უფრო მკვეთრ რყევას გამოიწვევს.
კინემატოგრაფისტებმა ეროვნულ კინოცენტრთან აქცია გამართეს, სლოგანით „ქართული კინო საფრთხეშია“ და ცენზურაც გააპროტესტეს.
საქართველოში ყივანახველას შემთხვევებმა ექვსჯერ იმატა. თუ შარშან ეს ინფექციური დაავადება 117 ადამიანს ჰქონდა, წელს 11 ივნისისთვის უკვე 687 შემთხვევა ფიქსირდება.
ვინ დაელაპარაკება აფხაზებს და ოსებს, თუკი კონფლიქტების დარეგულირებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, „აგენტების კანონის“ გამო გაჩერდებიან?
საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულებებს (და არა მხოლოდ) ავალდებულებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი იყოლიონ.
„აგენტების კანონის“ ინიციირებისა და მიღების შემდეგ, რაც, დასავლელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს ევროპულ მომავალს ასამარებს, საზოგადოება დაძაბული, შეშფოთებული და გაბრაზებულია.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა ისევ გრძელდება. 31 მაისის დილას არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები დახვდათ.
„წიგნით ევროპისკენ“ - ასეთია წელს ფოკუსი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისა, რომელიც 30 მაისს დაიწყო. სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს გამომცემლები ახალ წიგნებთან ერთად „აგენტების კანონზეც“ საუბრობენ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „აგენტები კანონი“ სამი მოსმენით მიიღო და უყურადღებოდ დატოვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების თხოვნა, ბევრს 1921 წელი გაახსენდა, თარიღი, როდესაც ქვეყანამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის ნაწილად იქცა.
ჩამოტვირთე მეტი