რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
„აგენტების კანონის“ მიღების მეორე მცდელობის გამო დაწყებული პოლიტიკური რყევა, ქუჩაში გასული პროტესტი და ხელისუფლების პასუხი ამ პროტესტზე - აქციების ძალადობრივი დაშლა და დარბევაც კი, სწრაფად აისახა ქართულ ტურიზმზე, რომელიც უკვე ზარალს ითვლის.
„ვუერთდები აქციას „ცარიელი აუდიტორიები“ - მას შემდეგ, რაც 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების შესახებ“ კანონი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო, პროტესტი განსაკუთრებულ ფაზაში გადავიდა. გაფიცულები არიან 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ ლექტორების ნაწილიც უერთდება.
ჟანგიანი ინსტრუმენტები, ცუდად გარეცხილი თეთრეული, იატაკზე დაყრილი ინვენტარი… სახალხო დამცველის აპარატმა 9 საავადმყოფო შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ამ კლინიკებში ჰიგიენური ნორმები არა მხოლოდ პაციენტის, ექიმების ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილი აქცია ჩატარდა. ეს იყო პასუხი იმ პროტესტზე, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში 17 აპრილის მერე იმართება. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.
რამდენად მოახდენენ გავლენას ახალგაზრდები არჩევნების შედეგებზე?
თეატრებში პროტესტი გრძელდება. მსახიობების ნაწილი ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდის.
1803 წლის 19 აპრილს თბილისში, დარეჯანის სასახლეში საქართველოს უკანასკნელმა დედოფალმა მარიამმა საძინებელში შევარდნილ რუს გენერალს ხანჯალი ჩაარტყა და ადგილზევე გაათავა.
ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები - მე-15 საუკუნემდე, სანამ ჩრდილოკავკასიაში ისლამი გავრცელდებოდა, ქართული ანბანით წერდნენ. ჩრდილოკავკასიის მთებში დღემდე პოულობენ არტეფაქტებს, რომლებზეც წარწერები ადგილობრივ ენაზე ასომთავრულით ან ხუცურით არის შესრულებული.
ახალი სიტყვების გამოგონება ბევრი მწერლის ცდუნებაა. ამ „ვნებით“ თითქმის ყველა იყო შეპყრობილი, შოთა რუსთაველით დაწყებული - გალაკტიონით დამთავრებული. გამოგონილლი სიტყვებიდან ზოგი სახალხო ხდება და მკვიდრდება, ზოგი კი სამუდამოდ წიგნშივე რჩება.
„9 აპრილის ღამეს ყოველთვის მეღვიძება, ზუსტად იმ დროს, როცა დარბევა დაიწყო“, - ამბობს ნანი ქარჩავა, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამ დღეს რუსთაველის გამზირზე იდგა. ნანი ზუგდიდიდანაა, როცა ახერხებს, 9 აპრილს პარლამენტის შენობის წინ, სხვა გადარჩენილებთან ერთად ხვდება.
უცხო ქვეყნის აგენტი - ამ ბრალდებით ხვრეტდნენ საბჭოთა კავშირში რეჟიმისთვის მიუღებელ ადამიანებს, მათ შორის არიან: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი და ქართული ინტელიგენციის კიდევ ბევრი წარმომადგენელი.
მეცნიერები წლებია ჩივიან, რომ საბჭოთა კავშირის ეპოქის შესახებ არქივებში შემონახულ დოკუმენტებზე წვდომა ფაქტობრივად არა აქვთ, რის გამოც კვლევებზე ვეღარ მუშაობენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩსაც მიმართეს.
თბილისში, სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათგან ხუთი საძმო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1992-1993 წელს ომის დროს დაღუპულების ცხედრები ისევ წითელი ჯვრის დახმარებით იპოვეს.
„ახლა მთავარია არ გამეღვიძოს....“ - ეს ერთ-ერთი რეპლიკაა საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოუტანა, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
უცხოეთში მცხოვრები ქართველების ჯგუფმა პარლამენტს მიმართა და ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების პროცედურის გამარტივება სთხოვა.
ჯერ არ იციან, ივარგებს თუ არა საცხოვრებლად კორპუსი, რომლის პირველი ორი სართული 14 მარტის ღამეს ფაქტობრივად აფეთქდა. ცხრასართულიანი შენობის მობინადრეთა ნაწილი საცხოვრებლად სასტუმროებსა და ნათესავებთან გადავიდა.
ვისაც პირადობისა და დაბადების მოწმობებში სხვადასხვა თარიღი უწერია, 1 აპრილიდან შეუძლია ახალ პირადობის მოწმობაში პირდაპირ ის ჩააწერინოს, რაც ძველშია მითითებული.
1956 წლის 9 მარტს თბილისში, სანაპიროზე სტალინის ძეგლთან შეკრებილ ხალხს ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით ტყვიები დაუშინეს. დაიღუპა ათობით ადამიანი, დაიჭრა უფრო მეტი, თუმცა, ზუსტად რამდენი, დღემდე გაურკვეველია.
7 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა ჟიული შარტავას, რომელიც სოხუმის დაცემისას, 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ 48 ადამიანი.
ჩამოტვირთე მეტი