ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ფული თითქმის არა აქვს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თავშესაფარში (ტრავმირებულ ცხოველთა თავშესაფარში), თემურ წიქორიძე, ერთ ვეტერინარსა და თითებზე ჩამოსათვლელ მოხალისესთან ერთად, 50-ზე მეტ მიუსაფარ ძაღლს უვლის.
3 ოქტომბერს, 18 საათზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ამოიწურა.
მაია ნოდარიშვილი ძირითადად რელიგიური შინაარსის ნახატებს ქმნის - უცნაურ ანგელოზებს, წმინდანებს, მეფეებსა და დედოფლებს ხატავს. ბოლო რვა წელია „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე მუშაობს - 45 ნახატი უკვე გამოსაფენად მზადაა, თუმცა მანამდე მათ პირველად რადიო თავისუფლების მაყურებელი სწორედ ამ ვიდეოთი იხილავს.
პოლონეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ლიტვისა და თურქეთის ლიდერებმა გაეროს ტრიბუნიდან ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მკაცრად გაკრიტიკეს რუსეთი და მისი აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ის მეზობლების მიმართ ახორციელებს.
19 სექტემბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლმა გაასაჯაროვა ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც, მისი თქმით, აღბეჭდილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებენ. ფოტო-ვიდეო მასალა გადაგზავნილია პროკურატურაში.
პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დატოვება უკვე თითქმის გადაწყეტილია, თუმცა, სპეციალისტები ჯერაც მანქანების ნაკადებს აკვირდებიან, რათა საბოლოო სქემაზე შეთანხმდნენ. დღემდე არაა გარკვეული მიმდებარე ქუჩების ბედი, ასევე რამდენად მოსახერხებელი იქნება პარკირება.
18 წლის ზაურ გამყრელიძე რაჭაში, ქალაქ ონში ცხოვრობს. პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა.
დუდუკი, ზურნა, თარი, საზი, დაირა, დიპლიპიტო, არღანი და ბევრი სხვა საკრავი ატკბობდა თბილისელთა სმენას მრავალი წლის წინ. დღეს თბილისში სულ სხვა ჰანგები ისმის. ჩამოთვლილ ინსტრუმენტთა ნაწილმა მუზეუმებში დაიდო ბინა, მაგრამ ნაწილი დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს და საინტერესო ამბებსაც მოგვითხრობს.
ძველი ჩემოდნების განახლება დეკუპაჟის ტექნიკით პოეტისა და საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის ახალი ჰობია. მის ხელში მივიწყებული და, ვინ იცის, როგორი თავგადასავლის მქონე ჩემოდნები ახალ სიცოცხლეს იწყებენ.
1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და მისი მეუღლის, კარენ პენსის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მეორე ლედიმ თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მისი ინტერესის სფეროში მოექცა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“.
2015 წელს ზაზა გაგუა და ქეთო ნინიძე თბილისიდან მარტვილში გადასახლდნენ. პროფესიით გეოგრაფი ზაზა დღეს მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და, პარალელურად, მეგრული ჯიშის ოჯალეშისგან ნატურალურ ღვინოს აწარმოებს.
თბილისი მდინარის გასწვრივ განვითარებული ქალაქია. ისტორიულად მტკვრის ნაპირები ხალხმრავალ და ქალაქის ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სივრცეებს წარმოადგენდა. დღეს კი მტკვრისა და თბილისელების ცხოვრება ცალ-ცალკე მიედინება.
„დაუმორჩილებლობა იწყება“ − ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართული ქალთა სოლიდარობის მარშისა, რომლის საბაბად იქცა 14 ივლისს, იქვე ჩატარებული „ქართველთა მარში“.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წიგნის ხელოვნების ცენტრი პრინტის ფესტივალისთვის ვორკშოპების სერიას მასპინძლობს. თანამედროვე ხელოვანთა, მხატვართა და ფოტოგრაფთა ნამუშევრები ბეჭდვის სხვადასხვა ტექნიკით სრულდება (სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა).
თბილისის პარკებსა და სკვერებში ძაღლების გასასეირნებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ და თბილისის მერიის სამსახურებმა პირველ ეტაპზე შვიდი ადგილი შეარჩიეს.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ გამგზავრებულთა ნაკადი. თუმცა გაწბილებული დარჩა მგზავრთა ის ნაწილი, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროპაში მოგზაურობას იაფი ავიაბილეთების იმედად გეგმავდა.
საჯარო სკოლებში სწავლის დასრულების აღსანიშნავად რამდენიმე დღეა ბოლო ზარი ირეკება, თეთრ პერანგებსა და წინსაფრებში გამოწყობილი მოსწავლეები ერთმანეთს ფერადი ფლომასტრებით სხვადასხვა სურვილს აწერენ.
თბილისში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია - „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში“.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მათგან 63 დააჯარიმა, ხოლო საწარმოო პროცესი 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს, რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს კითხვით მიმართა.
ჩამოტვირთე მეტი