ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
კურსკის ოლქში უკრაინელ მებრძოლებსა და ჩრდილოკორეელ სამხედროებს შორის პირველი შეტაკება მოხდა.
კრემლის პროპაგანდისტები დაუფარავი სიხარულით შეხვდნენ უკრაინაში ყოფილი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის, უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლი ილდარ დადინის დაღუპვის ცნობას.
სექტემბრის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტა გაუგზავნა რუსეთს ჩეჩნეთში დაკავებული აზერბაიჯანის სამი მოქალაქის გამო, რომლებსაც უფლებადაცველების თქმით, იძულებით უპირებდნენ უკრაინის ომში გაგზავნას.
25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მიმართა წინადადებით, რომ შეიცვალოს რუსეთის ბირთვული დოქტრინა და რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლოს იმ შემთხვევაშიც, თუ მის საზღვარს მასობრივად გადაკვეთენ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და სხვა მფრინავი ობიექტები.
18 სექტემბერს ლიბანში კვლავ ფეთქდება პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობები. აფეთქებები 17 სექტემბერს დაიწყო. სამიზნე გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლაა.
როგორც უკრაინული, ისე საერთაშორისო მედია ყველანაირად ცდილობენ მეტი დეტალი შეიტყონ „გამარჯვების“ იმ გეგმის შესახებ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნობს.
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული მოულოდნელი სადესანტო ოპერაცია, რომლის შედეგად, კიევის განცხადებით, უკრაინის არმიამ 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი რუსული ტერიტორია ჩაიგდო ხელში.
რუსეთში დასრულდა სამდღიანი სხვადასხვა დონის არჩევნები. შერეული კენჭისყრა ჩატარდა ფედერაციის 89-დან 83 სუბიექტში. დისტანციური ელექტრონული კენჭისყრით, 26 რეგიონში ხმა მისცა დაახლოებით 3,5 მილიონმა ამომრჩეველმა. ცენტრალური საარჩევნი კომისია იუწყება ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის შესახებ კურსკის ოლქში.
26 აგვისტოს უკრაინამ მოკავშირეების მიერ გადაცემული ერთ-ერთი პირველი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი დაკარგა.
მაისის დასაწყისში აშშ-მა რუსეთი დაადანაშაულა ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.
რუსეთის კრასნოდარის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა 22 აგვისტოს დაადასტურა ნავთობით დატვირთული სარკინიგზო ბორნის "კონრო ტრეიდერის" ჩაძირვა შავი და აზოვის ზღვების აუზში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს პორტ „კავკაზში“.
აგვისტოს დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შეტევის შემდეგ რუსეთის კურსკის რეგიონში ათობით რუსი წვევამდელი ჯარისკაცი გაუჩინარდა. დაკარგული ახლობლების ძებნაში მყოფი ოჯახები აცხადებენ, რომ სამხედრო უწყებისგან არანაირ ინფორმაციას არ იღებენ.
20 აგვისტოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მეორე წაკითხვით, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მიიღო რუსეთთან კავშირების მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონი.
19 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ განაახლა მონაცემთა ბაზა, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ახალი დახმარება, რომელიც მოიცავს საშუალო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-T SLS-სა და დაახლოებით 10 დასახელების შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს.
კურსკის ტერიტორიაზე უკრაინული შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ მიმდინარე მძიმე ბრძოლების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს დონეცკის მიმართულებით.
კურსკის ოლქში მიმდინარე ერთკვირიანის ბრძოლების შემდეგ უკრაინის არმიამ მთლიანად გაანადგურა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში განლაგებული რუსეთის ქვედანაყოფები და სრულად აკონტროლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს.
რუსეთის ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული, ბრძოლა მიმდინარეობს და უკრაინა აკონტროლებს 489 კვადრატულ კილომეტრს.
ჩამოტვირთე მეტი