ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
უკრაინას - ქვეყანას, რომელიც ამ დღეებში საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია მოქცეული საპრეზიდენტო არჩევნების გამო - ერთი სამწუხარო რეკორდი ეკუთვნის: ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ.
კორუფციის აღქმის 2018 წლის საერთაშორისო ინდექსით, უკრაინა 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. საერთაშორისო მედიაში ძნელი წარმოსადგენია შეგხვდეს უკრაინაში ზოგად ვითარებაზე რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, კორუფცია რომ არ იყოს ნახსენები ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუმცა 31 მარტის კენჭისყრის შედეგებს მოუთმენლად ელიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები - "ქართული ლეგიონის" წევრები, რომლებიც ამჟამად კიევთან ახლოს, ერთ მიტოვებულ სპორტდარბაზში ცხოვრობენ.
200 ჟურნალისტური გამოძიება სავარაუდო ელიტურ კორუფციაზე და არაერთი პრესტიჟული პრიზი, ასეთია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროგრამის, „სქემების“ 4 წლიანი მუშაობის შედეგი.
კორუფციის აღქმის 2018 წლის საერთაშორისო ინდექსით, უკრაინა 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის.
ხმაურიანი საპროტესტო აქციები, ძალადობის ელემენტებით, კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას უკრაინაში, სადაც ამ თვის, მარტის, ბოლო დღეს მოქალაქეები აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს.
ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ზორიან შკირიაკი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, რომელსაც, პირველ რიგში, ვთხოვეთ განემარტა, თუ როგორ ცდილობს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას მოსკოვი.
უკრაინა დაძაბულ ფონზე ემზადება 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.
ზუსტად ხუთი წლის წინ, 2014 წლის 16 მარტს, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარდა გამოკითხვა, რომლის საფუძველზეც რუსეთმა „ხალხის ნების“ აღსრულებად გამოაცხადა ამ რეგიონის - უცხო ქვეყნის ტერიტორიის - მიერთება.
ყირიმელი თათრების წარმომადგენლობითი ორგანო, მეჯლისი, რომელიც იმთავითვე მკაცრად აკრიტიკებდა ყირიმის ანექსიას, რუსეთმა 2016 წელს „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ლიდერების ნაწილი დააპატიმრა, ნაწილი კი აიძულა ნახევარკუნძული დაეტოვებინა.
2014 წლის 20 თებერვალს, როდესაც კიევის ცენტრში "ღირსების რევოლუციის" ბედი წყდებოდა, ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო აგრესიის წინაშე აღმოჩნდა. "მწვანე კაცუნებმა", რომელთაც ამოსაცნობი ნიშნებიც კი არ ჰქონდათ, სულ რამდენიმე დღეში შტურმით აიღეს რეგიონალური პარლამენტი სიმფეროპოლში.
2014 წლის 20 თებერვალს, როდესაც კიევის ცენტრში "ღირსების რევოლუციის" ბედი წყდებოდა, ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო აგრესიის წინაშე აღმოჩნდა.
თალიბანის დამაარსებელი და მისი ლიდერი მოლა მოჰამედ ომარი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სამხრეთ ავღანეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად - ამის შესახებ საუბარია წიგნში, სათაურით „მტრის ძიება“.
საქართველოშიც და უცხოეთშიც ხშირად ლაპარაკობენ ქვეყნის აქტიურ როლზე ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, მაგრამ გაცილებით ნაკლებია ცნობილი ეკონომიკის სფეროში ავღანეთთან თანამშრომლობაზე, არადა ლაპის-ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, როგორც თბილისის, ისე ქაბულის შეფასებით, წარმატებულად ვითარდება.
იმპერიათა სასაფლაო - ასე მოიხსენიებენ ხოლმე ავღანეთს, ქვეყანას, რომელშიც, ტრადიციულად, გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდება უცხოეთიდან შეჭრილ ძალებს. 30 წლის წინ, 15 თებერვალს, მარქსისტული რეჟიმის მხარდასაჭერი კატასტროფული ოპერაციის შემდეგ, უკანასკნელმა საბჭოთა სამხედროებმა დატოვეს ავღანეთი.
ინტერვენციამ, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა ავღანეთში „ინტერნაციონალურ მისიას“ უწოდებდა, შეიწირა მილიონზე მეტი ავღანელისა და ათასობით საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე, დევნილად აქცია უთვალავი ოჯახი...
ბრიტანული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ლიბიაში 300 რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, სახელთან დაკავშირებული ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ეგიდით.
ჩამოტვირთე მეტი