პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
“მაშინ არ იყო ასე გართულებული ეს საკითხი, რომ მცოდნოდა, ასეთ სახეს შეიძენდა, ჩავიწერდი ყველაფერს”- უთხრა სასამართლოს დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილარიონმა (გიორგი ჭიღლაძე) კარტოგრაფების საქმეზე ჩვენების მიცემისას.
საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა 7 სექტემბერს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში აჩენს ისეთ ცნებებს, როგორიცაა პასუხის უფლება და ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა.
თელარა გელანტია, bm.ge-ს რედაქტორი 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს იმის გამო, რომ ბევრ კითხვას სვამდა.
საქალაქო სასამართლოში ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკა კიკნაძის საქმის განხილვა დაიწყო. ეკა კიკნაძე სასამართლოს სთხოვს განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის დადგენას და სამსახურში აღდგენას ტოლფას თანამდებობაზე, ასევე იძულებით განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
7 წლის ბიჭი, რომელიც 3 აგვისტოს თბილისში, უროლოგიის ცენტრის საოპერაციო ბლოკში ანესთეზიის შემდეგ გარდაიცვალა, უკვე გადაასვენეს სენაკში, მის სახლში.
29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნამ და მისი 8-კაციანი ეკიპაჟის დაღუპვამ განაახლა დისკუსია იმის შესახებ, საკმარისი და საკმარისად გამართული ვერტმფრენები აქვს თუ არა სახელმწიფოს.
13 ივლისს, როცა სტრასბურგის სასამართლოში უკანონო მოსმენების შესახებ საქართველოდან სარჩელი გაიგზავნა, გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომელშიც "მთავარი არხის" 4 ჟურნალისტი ერთმანეთს ტელევიზიის ნიუსრუმში ესაუბრება. 14 ივლისს ამ საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
"კარტოგრაფების საქმის" სასამართლო განხილვა ნელა, მაგრამ გრძელდება - ამ დროისთვის სასამართლოს დაკითხული ჰყავს ათამდე მოწმე.
მიხეილის („მიხაილოვის”) საავადმყოფოს ახალმა მფლობელმა, რუსეთში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, შალვა ბრეუსმა 6 ივლისს მედია, არქიტექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ყოფილი ჰოსპიტლის ეზოში შეკრიბა იმაზე სამსჯელოდ, როგორი იქნება აქ განთავსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.
5 ივლისის ძალადობრივი აქციებიდან ერთი წლის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოდან ორი სარჩელი მიიღო წარმოებაში. სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა იმ პარტიის გასაუქმებლად, რომელიც ძალადობის ორგანიზატორებმა 2021 წლის მიწურულს დაარეგისტრირეს.
ჩამოტვირთე მეტი