პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
19 ივნისს თბილისში გამართულ პანკკონცერტზე ნეონაცისტების დაჯგუფება აგრესიულად და უხეშად ეცადა კონცერტის ჩაშლას.
20 ივნისიდან ორი წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო 22 დაშავებულის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.
რადიო თავისუფლება ნამახვანჰესის გარშემო დაგროვილ საკითხებზე ესაუბრა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი აბრამიშვილს - ის ნამახვანჰესის აშენების მომხრეთა რიცხვშია.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე, რომელიც დღეს, 26 მაისს გაიმართა და რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე 4 კანდიდატი დაასახელეს და ოთხივე აირჩიეს.
„რიონის ხეობის მცველები” თბილისში მეორე ღამეს გაათევენ. საპროტესტო მოძრაობა დედაქალაქში თვისებრივად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.
დმანისში, ერთ მაღაზიასთან 16 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მეორე დღეს ისე გამწვავდა, რომ საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის, პარლამენტარებისა და სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვა გახდა საჭირო. არიან დაკავებულები და დაშავებულები.
ლიტერტურის მუზეუმის გაბზარული კედლები და ჩამონგრეული ჭერი, ხალხური საკრავების მუზეუმის გამსკდარი იატაკი - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სხვადასხვა კულტურულ ინსტიტუციას ეცნობა და შეხვედრების შემდეგ ავარიული შენობების ფოტოებს სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ათავსებს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამი კვირაა ერთი სოციალური მუშაკი გეგმიურ ვიზიტებს ახორციელებს - ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე, რომელიც დანიშვნის შემდეგ არაერთი გახმაურებული ჩხუბის მონაწილე გახდა, მთელი ეს პერიოდი არ ელაპარაკებოდა მედიას. დღეს მან ჟურნალისტები ეპარქიაში დაიბარა, თუმცა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ისინი "მორალურ ტერორში" დაადანაშაულა.
რუისისა და ურბნისის ეპარქიაში 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე მომხდარი დაპირისპირების გამო არც გამოძიება დაწყებულა და არც საპატრიარქოს უთქვამს რამე ოფიციალურად.
დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე სასულიერო პირები 4 მაისს ფიზიკურად გაუსწორდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტებს და “მოღალატე” ეძახეს ივერი მელაშვილს. ხელისუფლება და საპატრიარქო ძალადობის ფაქტს არ აღიარებს და მელაშვილს ადანაშაულებს პროვოკაციის მოწყობაში.
პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე გაიტანეს, წინ საკომიტეტო მოსმენებია.
სოციალურ მედიაში მოსამართლეების ნაწილის მიერ ადგილი აქვს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური პოსტების განთავსებას, სოციალურ ქსელში იკვეთება ერთეული მოსამართლეების უხამსი ან არაეთიკური აქტივობა - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის” მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა.
ჩამოტვირთე მეტი