პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების შესწავლის და მათი კანონთან შესაბამისობის კვლევისას, აღმოაჩინა 11 მოსამართლე, რომელთა დიპლომები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რაც მოსამართლის განათლების და კვალიფიკაციის მიმართ არსებობს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ თქვა, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება და სამუზეუმო სისტემა რეორგანიზაციას საჭიროებს.
გუმათში, სადაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 11 აპრილის შემდეგ დაბანაკდა, ორი დღეა შედარებითი სიმშვიდეა - აქტივისტები კვირის ბოლომდე ელოდებიან 15 აპრილს ქუთაისში გამართული შეხვედრის შედეგებს.
თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აშენებული სახლის ფასადიდან ჩამოხსნეს ბარელიეფები, რომელიც ამ ნაგებობის ხასიათს ქმნიდა. საზოგადოების ნაწილი ღელავს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფასადურ რეაბილიტაციას შეეწიროს.
16 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ დაგეგმა შეხვედრა, სადაც კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს დაინტერესებული სპეციალისტებისთვის არსებული კვლევები უნდა გაეცნოთ. კვლევები ამ დრომდეც საჯარო იყო, სიახლეს წარმოადგენდა ის, რომ შეიქმნებოდა საბჭო, რომელიც კვლევებზე დასკვნებს და შენიშვნებს მოამზადებდა.
ნამახვანჰესის პროტესტმა გასული 170 დღის განმავლობაში მესამედ გადმოინაცვლა ქუთაისში - დღეს აქციის მონაწილები ღამეს ქალაქის მთავარ მოედანზე გაათევენ.
ნამახვანჰესის პროტესტი ახალ ადგილს და ფორმას ეძებს. მესამე დღეა ნამოხვანიდან იძულებით აყრილი აქტივისტები გუმათში არიან და პერიოდულად აკითხავენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას” ბაზას.
რიონის ხეობაში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, აქტივისტები ნამოხვანის მაგივრად ახლა 17 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გუმათში, ერთ კარავში ათევენ ღამეს. ტერიტორია, სადაც ისინი 169 დღის განმავლობაში მორიგეობდნენ, დღეს კომპანია „ენკამ” ტრაქტორით გადაასწორა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და როგორც თვითონ თქვა, ამ მოხსენებისთვის სპეციალურად აარჩია 9 აპრილი, "სამმაგი გამარჯვების დღე", რომელიც აჩვენებს, როგორი მნიშვნელოვანია გაერთიანება საერთო მიზნებისთვის.
"2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია და სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენება საქართველოში – გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია?“ - ეს კითხვაა სათაური ანგარიშის, რომელიც "ემპათიამ" მოამზადა.
საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს ეხმარება ხარისხიანი განათლების მიღებაში. პირობა მარტივია: სახელმწიფო აფინანსებს სწავლას, სტუდენტი ვალდებულია სამშობლოში დაბრუნდეს და მინიმუმ 3 წლის განმავლობაში თავისი სპეციალობით იმუშავოს.
2021 წლის პირველ სამ თვეში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მმართველმა პარტიამ 3 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 2 მილიონზე მეტი - მხოლოდ მარტში.
ჭყონდიდის ეპარქიაში სინოდის მიერ მივლენილ ეპისკოპოს სტეფანეს ორი თვეც არ დასჭირდა იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაესაჯა 20-მდე სასულიერო პირი და საქმით დაემტკიცებინა ის, რასაც ქადაგებების დროს ამბობს: ყველას, ვინც იხმაურებს, „ფრთებს შეუკვეცავს”.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც საუბარია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვაზე. გერმანელი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეა თბილისში - საქართველოს ის 2 აპრილს დატოვებს.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც საუბარია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვაზე. გერმანელი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეა, თბილისშია - საქართველოს ის 2 აპრილს დატოვებს.
1 აპრილს სახალხო დამცველმა ყოველწლიური, საპარლამენტო ანგარიში წარადგინა - ვრცელ დოკუმენტში წელიწადში ერთხელ ომბუდსმენი ადამიანის უფლებების და თავისუფლების ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სწავლობს, ახალ ფაქტებს ჩამოთვლის და იმ პრობლემებს მიმოიხილავს, რომლებიც წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება.
ლარი უფასურდება, ეკონომიკა მცირდება, პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები უწყვეტად იმატებს, რაც ზრდის სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვსაც - მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზით, საქართველო იმ ეკონომიკურ დონეს, რაც პანდემიამდე იყო, ოპტიმისტური სცენარითაც კი 2022 წლის ბოლოსაც კი ვერ მიუახლოვდება.
ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, ოთხი ბრძანება გამოსცა და ორი კრება ჩაატარა. 4 ბრძანებიდან სამი იმ სასულიერო პირების დასჯის განკარგულებებია, ვისაც სტეფანე თავისი წინამორბედის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერებად თვლის.
34 987 ლარი პროექტირებისა და 1 612 826 ლარი კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის - ეს არის ის თანხა, რაც მერიამ 2019-20 წლებში დახარჯა პარლამენტის წინ 2 540 მ2-ის რეაბილიტაციისთვის. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიისგან გამოითხოვა.
25 მარტს თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლის მიზანიც თბილისში, ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაა. 500 000 ლარი კვლევა-პროექტირებაზე დაიხარჯება, 6,5 მილიონი მშენებლობაზე.
ჩამოტვირთე მეტი