პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მეხუთე დღეს მოადგილეები წარადგინა - 3 ადამიანიდან ორი იუსტიციის სისტემაში მუშაობდა, ერთი - საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მეცნიერების აზრით, ლისის ტბის ფერდზე მოწყვეტილი მასა დღე-ღამეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით ცურდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნაპრალი ღრმავდება. მოსახლეობა ვაშლიჯვრის დასახლებაში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.
მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰის ტურნირი მოიგო, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა საქმეზე, სადაც ის ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. სხდომას ჩოგბურთელი დისტანციურად ესწრებოდა, მისი ყოფილი ცოლის ნათესავი კი მოსამართლეს უყვებოდა, როგორი მცდარი აღმოჩნდა მისი წარმოდგენები ბასილაშვილის ოჯახზე.
თბილისში, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ზემოთ, მთის ფერდზე გაჩენილი მეწყრული სხეული ნელ-ნელა გადაადგილდება. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ მოწყვეტის შემთხვევაში მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება, ქალაქის მერია და გეოლოგებიც ამ ეტაპზე ამის საშიშროებას ვერ ხედავენ.
თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე, პირველადი შეფასებით, 19 მეტრია, დაძრული უნდა იყოს დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მიწა. გეოლოგები ამბობენ, რომ ეს ადგილი, ისევე როგორც, მაგალითად, მთაწმინდის ქედი, სეისმურად არამდგრადია და სიფრთხილეა საჭიროა.
იმ ადგილის ქვემოთ, სადაც მთას ნაპრალი გაუჩნდა, მერია იმ ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, რომლითაც ვაშლიჯვარი გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობების მშენებლობა მთის ქედზე, ნაპრალის სიახლოვეს.
დანიის სამეფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში 23-წლიანი მუშაობის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაინაცვლა. 15 მარტს მისი პირველი სამუშაო დღე იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში უფროსი მკვლევრის რანგში.
ცნობილი ადვოკატი ქალები, რომლებსაც არაერთი საქმე მოუგიათ დაჩაგრული ბავშვებისა და ქალების სასარგებლოდ, თავად გადაიქცნენ აგრესიის სამიზნეებად.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "TV პირველში" არანაირი შეჭრა არ იგეგმება, ტელევიზიის ადვოკატმა გაასაჩივრა სასამართლოს განჩინება, რომელიც სამართალდამცველებს უფლებას აძლევს, ერთი ჩიპისა და ერთი კონვერტის მოსაძებნად ერთი თვის განმავლობაში ჩხრეკა ჩაატარონ მთელ ტელევიზიაში.
თბილისის ასზე მეტმა ეკლესიამ 2020 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თითო ეკლესიას საშუალოდ 10 000 ლარი ერგო. ეკლესიების დაფინანსება მუნიციპალიტეტების მიერ ძველი პრაქტიკაა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის მედიაში გავრცელებიდან ოთხი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი თანამოსაუბრე დუმს. პროკურატურამ პირველი განცხადება მესამე დღეს გააკეთა და გამოძიება დაიწყო მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ ვინ, როდის და როგორ ჩაწერა საუბრები.
ჭყონდიდის ეპარქიაში ახლად მივლენილი მიტროპოლიტის მოწვეული პირველივე კრება ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში გასულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია არც მოქმედ პრემიერ-მინისტრს და არც გენერალურ პროკურატურას.
"ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ", - ნათქვამია გენ. პროკურატურის 5 მარტის განცხადებაში.
“დაკანონებულია ეს თემა” - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ნიკა მელიას დაკავების დღეს სერვერების ამოღებასთან დაკავშირებით კითხვას.
სამ თვეზე მეტია (26 ნოემბრიდან), რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე სახლიდან გასვლა ფაქტობრივად აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს კეთდება, ისიც სახელმწიფოს სპეციალური, ერთჯერადი ნებართვით.
თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, პარლამენტში თქვა, რომ სამინისტრო მუშაობს „პატრიოტიზმზე ორიენტირებული” ქართული კიბერთამაშის შექმნაზე, რომელიც არა მხოლოდ ჯარისკაცებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც დააინტერესებს.
ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები ამბობენ, რომ 23 თებერვალის, დილით, მათი ცენტრალური ოფისის შტურმის შემდეგ სარდაფიდან პოლიციამ წაიღო სერვერები და რამდენიმე კომპიუტერის პროცესორი. შსს ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა არ ხსნის რის საფუძველზე და რა მიზნით ამოიღო პოლიტიკური პარტიის ტექნიკა.
ფონდი, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში სოციალურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად შექმნა, თითქმის აღარავის ახსოვს. თვეზე მეტია, მასში არცერთი ლარი არ ჩარიცხულა - რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროს ჰკითხა, რა მიზნით დაიხარჯა ფონდის ფული და ვინ იყვნენ მისი შემომწირველები.
ჩამოტვირთე მეტი