პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
აქ ღამით ვაგზალზე რომ გაიარო, სავსეა ქართველებით, რომლებსაც არც ღამის გასათევი აქვთ და არც სამუშაო. ჩამოდიან და არ იციან რა გააკეთონ. ზოგს ატყუებენ, რომ აქ სამსახური ელოდება, ზოგს ხვდება, მაგრამ თაკილობს, ან არასაკმარისი კომპეტენცია აქვთ, ან ეზარებათ. ჩვენ შრომის კულტურა გვაკლია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები „წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ ერთიანდება და მათ ბაზაზე შეიქმნება „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“.
ყრილობაზე დაანონსდა საპროტესტო აქციებიც, რომელიც სისტემატიურად გაიმართება იმისათვის, რომ ხელისუფლებას მოუწოდონ, შეასრულონ დაპირებები.
მსვლელობის ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე, გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ნაცვლად ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეა. მისი დაფუძნებული ევრაზიის ინსტიტუტი კი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რუსულ ორგანიზაციასთან.
კინოთეატრი რუსთაველი უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში შესულია პროექტი, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა „შენობის განვითარება სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“.
ორგანიზაცია დავითიანის ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მონაწილეთაგან სრული თანხმობა ამ დროისთვის აქვთ სუხიშვილების ანსამბლისგან, ალილოსა და თამარ ჭოხონელიძისგან, რომელიც კონცერტში შვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას
სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იმ ფაქტით, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გასაშუქებლად რუსეთიდან ჩამოდიან კომპანიები, უკმაყოფილონი არიან ადგილობრივი სპეციალისტები.
სარემონტო სამუშაოები სასწავლო პროცესის პარალელურად განსაკუთრებით სარისკოა მაშინ, როდესაც უკვე დადასტურებულია ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის არსებობა და ისიც, რომ სამშენებლო მასალები ტყვიის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა
მას შეუძლია განახორციელოს ყველა პროექტი, რომელსაც მოისურვებს. ბიზნეს ცენტრი ქალაქის თავზე, პანორამა თბილისი ქალაქის გულში და წყალდამშრალი ლაგუნა ვერე - აქტივისტების პროტესტის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის კვალი თბილისს ბევრ ადგილად დააჩნდა.
რას აკეთებს საქართველო მიგრაციის ტალღის სამართავად და შეიძლება თუ არა არალეგალურმა მიგრანტებმა საფრთხე შეუქმნან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რომელიც ორი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა?
"მე, როგორც ქალი სამხედრო მოსამსახურე აბსოლუტურად სრულფასოვანი ქალი სამხედრო მოსამსახურე გახლდით და ის ფრაზა, რომ არსებული მცირე რესურსები ჩემში არ უნდა გახარჯულიყო და ჯობდა მამაკაც სამხედრო მფრინავებში გახარჯულიყო, შეურაცხმყოფელია" - გვითხრა ეკამ, რომელიც თვლის, რომ მის მიმართ შერჩევითი სამართალი ა
ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, არაჟანი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმებს - მათ შორის მცენარეულ ცხიმებს, ხოლო ყველში დადასტურებულია რძის ფხვნილის შემცველობა.
რამდენიმე დღეა, მთაწმინდაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მძიმე ტექნიკა მიწას ჭრის.
ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები - ამ რეგიონში ხშირად ხდება. სკოლაში, სადაც პიტერი ასწავლის 58 მოსწავლე, ერთი კომპიუტერი, ერთი მასწავლებელი და ცუდი ინტერნეტია.
პატარა სახლის ფასი, რომელიც იმავე ეზოში დგას, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლი 80 დოლარია.
მაკა ჩიჩუას 5 წლის წინ აღმოჩნდა დაუნის სინდრომთან მჭიდროდ დაკავშირებული. ყოფილი პირველი ლედის მეორე შვილი დაუნის სინდრომით დაიბადა.
საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა ვაჩეიშვილი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაფასებლად მივიდა. მასშტაბური პროექტი, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს, ხელოვნებათმცოდნე პოლიტიკოსის შეფასებით, რესტავრაციის ყველა წესის დარღვევით მიმდინარეობს.
ძველი უბნების და ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციისას ხშირად ჩნდება კითხვები, რამდენად სწორად ხდება მათი აღდგენა და შეკეთება, უნარჩუნდება თუ არა იერსახე მნიშვნელოვან შენობებს და ხომ არ ვკარგავთ მშებებლობის პარალელურად ისეთ მნიშვნელოვან რამეს, რასაც ვეღარ დავიბრუნებთ.
ატომური ელექტროსადგურის საქართველოში აშენების იდეა არსებობდა 2007 წელსაც, როცა ამ მიზნით ტერიტორიაც კი მოინიშნა - შირაქის ველზე. ენერგეტიკის სპეციალისტები იხსენებენ, რომ ამ იდეას კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს და საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის.
„საქონელს არ დაამწყვდევენ შიგნით, ისეთი მდგომარეობაა“ - ესეც არცევის ბაზა სხვა დაკავებულის აღწერით.
ჩამოტვირთე მეტი