ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო პოეტი, ესეისტი, ინტერნეტპორტალ ლიბ.გე-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გიორგი კეკელიძე. მან ილაპარაკა საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ტენდენციებზე.
პრესის დღევანდელ მიმოხილვას მთლიანად დავუთმობთ ბადრი ბიწაძის, ნინო ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის ურთიერთბრალდებებს, იმიტომ რომ გაზეთების გვერდების ლამის ნახევარი ამ თემის განხილვას ეხება.
წლის ბოლო გადაცემა საუკეთესო ადგილია, რათა გასული წლის ყველაზე კარგი მუსიკალური ალბომები მიმოვიხილოთ. სია უკიდურესად სუბიექტურია. მეორე მხრივ, წლის საუკეთესო მუსიკის გამოსავლენად ობიექტური კრიტერიუმები ჯერ არავის გამოუგონია...
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ჭანიშვილი. მან მიმოიხილა ქართული სპორტის გასული წლის წარმატებები და წარუმატებლობები.
”რეზონანსი” დღეს განიხილავს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის გადაცემას და წმინდა სინოდის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ექსპერტთა კომენტარები მოჰყავს.
ქართული გაზეთები დღეს ბევრს წერდნენ ინტერნეტსაიტ „პრესა.გეს“ შესახებ. ”რეზონანსმა” გვაუწყა: "საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო-პოლიტიკური ინტერნეტგამოცემა "პრესა.გე", რომელიც ხელისუფლებისადმი მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა, ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ ახალ ხელმძღვანელთან დაპირისპირების გამო დატოვაო.”
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი. მან ილაპარაკა თავის ფილმზე, რომელიც კინოთეატრებში გაზაფხულზე გამოვა და რომელსაც ”მარილივით თეთრი” ჰქვია. ქეთი მაჭავარიანმა ქართული კინოს დღევანდელ ვითარებაზეც ილაპარაკა.
წელს ბლომად კარგი კომპიუტერული თამაში გამოვიდა. ჩვენ ვეცდებით, რამდენიმე ჟანრის საუკეთესოები დავასახელოთ. ვინძლო, არ იცოდეთ და გაგეხარდეთ!
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ვებსაიტის - opendata.ge - პროექტის კოორდინატორი ანა მდინარაძე. სტუმარმა ილაპარაკა ვებსაიტზე, რომელიც ოფიციალურად დღეს იხსნება.
მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღესაც რუსეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შესახებ წერს. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან, რომელიც ამ დაპირისპირების მიზეზებს უახლოეს ისტორიაში ეძებს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მან ილაპარაკა მოსკოვში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელშიც ის რამდენიმე ქართველ ჟურნალისტთან ერთად მონაწილეობდა. ზვიად ქორიძემ აღწერა რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ვითარება მედიის თავისუფლების მხრივ და ის საქართველოში არსებულ ვითარებას შეადარა.
ელიზაბეთ მაურუსი, იგივე ლიზი 28 წლის ამერიკელი მომღერალია, რომელიც წელს, პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ გახდა პოპულარული. ხმა აქვს სრულიად განსაკუთრებული - სექსუალური, ბლუზური... თუმცა კი უფრო ქანთრის თუ ფოლკს მღერის.
რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრად იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. მან ილაპარაკა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ 2010 წლის „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ შედეგებზე.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. მან ილაპარაკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილად გამოცხადებულ რამდენიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებულ საქმეზე.
დღეს ქართული გაზეთების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სამარშრუტო ტაქსები წარმოადგენდა. ”უგულავა კომფორტულ "მარშრუტკებს" გვპირდება” - ასეთია სტატიის სათაური ”ახალ თაობაში”. გაზეთი წერს: „თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა.
გილოცავთ ახალ წელს! ნაძვის ხეო, ნატვრის ხეო, გული ლხენით აგვივსეო... მოიცა, მოიცა, დღეს რა რიცხვია? 5 დეკემბერი? მაშ რატომაა ქუჩები საახალწლოდ მორთული?
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი. მან ისაუბრა პრეზიდენტის მიერ 3 დეკემბერს გამოცხადებულ ეკონომიკის ახალ კურსზე, რომლის მიზანი უკეთესი ბიზნეს–გარემოს შექმნაა.
კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ეუთოს სამიტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა პირველი მსგავსი ღონისძიება იყო 11 წლის განმავლობაში.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი ირაკლი მჭედლიშვილი. მან ილაპარაკა ეუთოს სამიტზე, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარეობს.
ჩამოტვირთე მეტი